ახალი ამბები

ენმ გორში, პოლიციის შენობასთან აქციას მართავს 

ენმ შიდა ქართლის პოლიციასთან აქციას მართავს. 

ადგილზე 20-მდე ადამიანია შეკრებილი და პოლიციის მიერ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ. 

“პოლიცია დღეს ძალადობის სიმბოლოდ იქცა, ჩვენ არ გვინახავს რომ რომელიმე პოლიციელი სათანადოდ დასჯილიყოს. ჩვენ ვნახეთ როგორ მოექცა პოლიციის თანამშრომელი შმმ პირს. პოლიცია რომელიც ერთ დროს იყო საამაყო, ახლა “ქართული ოცნების” ზონდერ ჯგუფად იქცა. ეს სისტემა უნდა დაინგრეს”, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ, ენმ-ს წევრმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.