Back to Top
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 11:51

ნიკო ღვინიაშვილი: ჩვენ არავის ვგავართ

Written by
Rate this item
(0 votes)

"მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, თვითონ ჯაზის სამყაროშიც ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არავის ვგავართ, ეს არის ჩვენი ნიშა. არავის მუსიკას და მიმდინარეობას არ ვიმეორებთ”, - თქვა გიტარისტმა და ჯგუფ "კანუდოსის"დამფუძნებელმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

"ჯაზი არ არის პოპულარული მიმდინარეობა არც საქართველოში და არც მსოფლიოში. "კანუდოსის" მუსიკა რთული მოსასმენია, მიუხედავად თავისი ჰარმონიულობისამელოდიურობისა და ძალიან საინტერესო ბევრი რიტმული ნახაზისა, მაინც რთულ მუსიკად რჩება. ჩვენ ვუკრავთ ჯაზპროგრესივს. ეს არის მიმართულება, რომელსაც უფლება აქვს, სხვა მიმდინარეობები შეითვისოს და განავრცოს თავის თავში. ჩვენს ერთ კომპოზიციაშიც კი შეიძლება მოისმინოთ მრავალი მიმართულება. 10 წუთიან კომპოზიციაში 8 წუთი არის იმპროვიზაცია. ჯგუფი არის ცოცხალი ორგანიზმი და როგორც ყველა ადამიანს, ჯგუფსაც მოსდის შეცდომები. როდესაც რაღაც პატარა პრობლემა შეგვქმნია, მერე ერთმანეთს ვეუბნებით: ჩვენ ხომ კანუდოსი ვართ, ნუ ჩავალთ კამორაში”, - ისაუბრა ნიკომ. 

შეგახსენებთ, "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 1171 times Last modified on კვირა, 18 ნოემბერი 2018 19:18