Back to Top
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 10:50

ნიკო ღვინიაშვილი: ჩემი ოცნებაა, სპექტაკლისთვის დავწერო მუსიკა

Written by
Rate this item
(0 votes)

"ჩემი ოცნებაა, სპექტაკლისთვის დავწერო მუსიკა", - თქვა გიტარისტმა და ჯგუფ "კანუდოსის" დამფუძნებელმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი"

"ამ სფეროში გვინდა მოვსინჯოთ ძალები და ვმუშაობთ უკვე ამ საკითხზე. თან გვეშინია, მაგრამ მაინც ვაკეთებთ. ტრაგედია ჩემი საყვარელი ჟანრია თეატრალურ მიმდინარეობაში, თუმცა გვინდა რთულ საქმეს შევეჭიდოთ და კომედიისთვის დავწეროთ მუსიკა. უნდა ვცადოთ ეს ჟანრიც, იქნებ სულ არ გამოგვდის და შევეშვებით. ჩვენს მსმენელებს უთქვამთ, რომ ჩვენი მუსიკა არის კინომუსიკა, უსმენენ მუსიკას და ფილმის სიუჟეტს ხედავენ. სამწუხაროდ, გორში კონკურენტი არ გვყავს. 2007 წლიდან არსებობს "კანუდოსი" და მეთერთმეტე წელია ისევ მარტო ჩვენ ვართ. კონკურენციის პირობებში უფრო იზრდება და იხვეწება ხელოვანი. ვინატრებდი, მსოფლიო კონკურსებში მონაწილეობას ", - ისაუბრა ნიკომ. 

შეგახსენებთ, "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 770 times Last modified on კვირა, 18 ნოემბერი 2018 19:17