Back to Top
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 13:23

ეკა ილარიშვილი: ქართლში ქალ - ვაჟის დაქორწინება ძირითადად გარიგების საფუძველზე ხდებოდა

Written by
Rate this item
(0 votes)

,,ძველად ქართლში ქალ - ვაჟის დაქორწინება ძირითადად გარიგების საფუძველზე ხდებოდა", - თქვა ეკა ილარიშვილმა გადაცემაში "სოციუმი".

,,გარიგებაში დიდ როლს თამაშობდა შუამავალი და მაჭანკალი. შუამავლად ირჩევდნენ ავტორიტეტულ პიროვნებას, რომელიც უნდა ყოფილიყო პატიოსანი და კარგი სიტყვა - პასუხის მქონე. ასეთი პიროვნების შუამავლად გაგზავნა თავისთავად ოჯახის ღირსებას ამაღლებდა და საქმის დადებითად გადაწყვეტის გარანტიასაც იძლეოდა. შუამავალი სამაჭანკლო თანხას არ იღებდა და შესაძლოა, ყოფილიყო როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ოჯახის ახლობელი. მაჭანკალი კი იყო ენაწყლიანი, მოხერხებული. ქალიც და მამაკაციც მას ხშირად უკეთებდნენ სხვადასხვა სახის საჩუქარს: წინდას, საკაბეს, ჩოხას. ამ საჩუქრებმა დროთა განმავლობაში უკვე ფულადი სახე მიიღო და გადაიქცა ,,სამაჭანკლოდ“.  ამით დაინტერესებული მაჭანკალი ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრი ქალ - ვაჟი დაექორწინებინა და ამის გამო ბევრ ხრიკს მიმართავდა. რა თქმა უნდა, ქალისა და მამაკაცის შესახებ დამატებით ცნობებს აგროვებდნენ ორივე ოჯახის ახლობლები", - ისაუბრა ეკამ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე.

Read 747 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 13:44