Back to Top
შაბათი, 25 აგვისტო 2018 17:23

ეკა ილარიშვილი: თბილისის აბანოებში ქალის შერჩევა წესად იყო დადგენილი

Written by
Rate this item
(0 votes)

,,ქორწინებამდე ქალის შერჩევა მნიშვნელოვანი პროცესი იყო, რაშიც ჩართული იყო ვაჟის დედა, უფროსი რძალი, ვაჟის ძმა და თავად ვაჟიც. ამას ქალის გაჩხრეკვას ეძახდნენ", - თქვა ეკა ილარიშვილმა გადაცემაში "სოციუმი“.

,,ქალის შერჩევა ხდებოდა ეკლესიაში წირვისას, დღეობებზე, ქორწილებზე. სადედამთილო საგულდაგულოდ აკვირდებოდა ქალს, ხომ არ კოჭლობდა, გამოელაპარაკებოდა, ხომ არ იყო ენაჩლუნგი. შეგნებულად გააცინებდა, კბილების მოყვანილობა რომ დაენახა. ტუჩის ნაპრალებსაც კი უმოწმებდნენ ქალს, ხომ არ იყო ის ძალიან მოლაპარაკე. თბილისის აბანოებში ქალის შერჩევა ადრე წესად იყო დადგენილი. თავის მხრივ, ქალის მშობლებიც კითხულობდნენ ყველაფერს ვაჟის შესახებ. ვაჟი უნდა ყოფილიყო წარმოსადეგი, პატიოსანი, უფროსების პატივისმცემელი, მშრომელი, კარგი მეოჯახე, მეგობრების გამტანი, კარგი მომლხენი“, - აღნიშნა ილარიშვილმა

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე

Read 934 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 13:43