Back to Top
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 12:40

რუსუდან ოქროპირიძე: სრულწლოვანი რომ გახდება შვილი, თითოეული კაპიკის ფასი უნდა გაიგოს

Written by
Rate this item
(0 votes)

,,გენდერული სტერეოტიპებით არასდროს მიცხოვრია და მივიჩნევ, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ეს დამოკიდებულება პატარაობიდანვე ჩამომიყალიბდა რადგან ოჯახში ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც თანასწორობა სუფევდა", - თქვა რუსუდან ოქროპირიძემ გადაცემაში "საუბრები“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან ნაადრევად დაქვრივდა, მაინც შეძლო რომ წარმატებული ექიმი გამხდარიყო.

"წარმატების მისაღწევად მთავარია მონდომება, სურვილი, მიზანი, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს განურჩევლად სქესისა. ყოველთვის ვცდილობდი დასახული მიზნის მიღწევას და ვთვლი, რომ დღეს მაქვს ის რაც მინდოდა და ვაკეთებ იმას, რაც მინდოდა. ქალისთვის შეუძლებელი არაფერია... მეუღლის მოულოდნელად გარდაცვალება ჩემთვის ელდა და დიდი ტკივილი იყო, მქონდა ბევრი წინააღმდეგობა, ბევრი შიში, მაგრამ შევძელი ყველაფრის გადალახვა. მაგალითად შიში მქონდა მანქანის საჭესთან დაჯდომისა, რადგან ავტოსაგზაო შეთხვევა გახდა ჩემი მეუღლის მოულოდნელად გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ვეცადე ამ შიშის დაძლევით დამეწყო. შვილმა დიდი ძალა მომცა... ვფიქრობ, მშობლებმა შვილებს დათვური სამსახური არ უნდა გავუწიოთ, სრულწლოვანი რომ გახდება შვილი, თითოეული კაპიკის ფასი უნდა გაიგოს, სამწუხაროდ ჩვენთან სხვანაირადაა და ეს თუ შეიცვლება კარგი იქნება. და ეს ისევ ჩვენ უნდა შევცვალოთ, სხვამ - არავინ", - თქვა რუსუდანმა, რომელსაც საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა აქვს გორში და ასევე მუშაობს თბილისში სტომატოლოგიური ტურიზმის სულისჩამდგმელ კლინიკაში ,,ელიტი“.

Read 1562 times Last modified on ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 12:59