Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 11:32

იამზე გოჩაშვილი: ეკლესიის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ ლიბერალურია

Written by
Rate this item
(0 votes)

„რელიგია იმიტომ არის ისტორიული, იმიტომ შემოგვრჩა და მოვიდა აქამდე, რომ მას აქვს საკუთარი  პრინციპები და ჩემთვის ეს პრინციპები არის პატივსაცემი", - თქვა იამზე გოჩაშვილმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


„ეკლესიის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ საკმაოდ ლიბერალურია. მე არ ვლაპარაკობ კონკრეტული სასულიერო, თუ საერო პირების კონკრეტულ იდეაზე, ან კონკრეტულ შეხედულებაზე. მე ვლაპარაკობ, რა არის ისტორიულად, მართლმადიდებლობიდან როგორ მოდის და ეს საკმაოდ ლიბერალურია. არსად წერია, ჩაარტყით, სცემეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ, გარიყეთ. აქ პირდაპირ ლაპარაკია ხოლმე იმაზე, რომ ცოდვა ჰქვია მართლმადიდებლურად - სოდომი და გომორი. ამ ცოდვისკენ მიდრეკილი არ უნდა იყოს ადამიანი და მოუწოდებენ ხოლმე ამის გამოსწორებისკენ, არა ძალისმიერი მეთოდებით. მე ვფიქრობ, რელიგია იმიტომ არის ისტორიული, იმიტომ შემოგვრჩა და მოვიდა აქამდე, რომ მას აქვს საკუთარი პრინციპები და ჩემთვის ეს პრინციპები არის პატივსაცემი", - ისაუბრა იამზემ.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 953 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 13:41