Back to Top
პარასკევი, 31 აგვისტო 2018 16:28

კატო ქოთოლაშვილი: წარუმატებლობის მიზეზი შენში უნდა ეძებო

Written by
Rate this item
(0 votes)

,,საზოგადოება ნამდვილად არის გაჯერებული ცრურწმენებით, ყოველდღიურ ურთიერთობაში გვხვდება რაღაცა ფრაზა, რომელიც, თუ ჩავუფიქრდებით, სრულიად არაფრისგან მოვიდა და რატომ ვეთანხმებით და რატომ ვიზიარებთ, ან შესაძლოა არც ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველდღიურად ვამბობთ, ამაზე არც დავფიქრებულვართ", - თქვა კატო ქოთოლაშვილმა გადაცემაში ,,სოციუმი“. 

,,ყურები მეწვის და ალბათ ვიღაც მჭორავს; თუ მარჯვენა ხელისგული გექავება, ალბათ ვიღაც შეგხვდება, თუ მარცხენა - ფულს იშოვი; მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება, 7 წელს ვერ გათხოვდები; ბედი დაგეკერება, თუ ღილს ზედ დაიკერებ; ბოდიში გამოთქმაზე და, თუ ჩიტი დაგასკინტლავს, იმ დღეს ფულს იშოვი და ა. შ. თვალი თუ მითამაშებს, ბებიაჩემი მკითხავს ხოლმე, როგორ გაქვს დაცდილიო, არადა არაფერი არ მაქვს დაცდილი, მაგრამ თუ ამითამაშდება, ჩემდაუნებურად დავფიქრდები ხოლმე, ნეტა რა ხდება - მეთქი, თითქოს, კოდია ჩვენში ჩადებული, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. 13 რიცხვის ცრურწმენა მგონი ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ზოგ ქვეყანაში 12-დან პირდაპირ მე-14 სართულის ან ქუჩის ნომერია მითითებული, ზოგ სასტუმროში მე-13 ოთახიც კი არ არსებობს. ერთ-ერთი პოლიტიკოსი, გვარს ვერ ვიხსენებ, არასდროს არც ერთ შეხვედრას არ გეგმავდა 13 რიცხვში. არადა მამაჩემი და ჩემი და არიან 13 რიცხვში დაბადებული და ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს რიცხვი და არ ვთვლით, რომ რაიმე განსაკუთრებული და ცუდის მომასწავებელია. კიდევ, ცოცხს თუ იყიდი თურმე, ბარაქა მოაქვს სახლში და ცოცხის თემა განსაკუთრებით აქტუალური ახალი წლის წინა დღეებში  ხდება ხოლმე, ხალხი მარტო მოსაგველად კი არა, საახალწლო საჩუქრებადაც ყიდულობს ცოცხის ფორმის სუვენირებს. მეკვლეობის ტრადიციაც ცრურწმენას უკავშირდება, ტრადიციის გაგრძელებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, როცა ცრურწმენების დონეზე დაგვყავს, ცუდი ფეხი ჰქონდა მეკვლეს და ასე ამიტომ წაგვივიდა საქმეო, რომ ვამბობთ, ეს უკვე ცუდია. შავი კატის ამბავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცრურწმენაა, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ თუკი რამე ცუდი მოხდება ზოგი გამართლებას ასე უძებნის ხოლმე. წარუმატებლობის მიზეზი შენში უნდა ეძებო, არ დაგეზაროს და დამატებითი კითხვები დასვა, ახლებურად შეხედო ამ ამბავს და იმ საცოდავ შავ კატას არ დააბრალო შენი წარუმატებლობა", - ისაუბრა კატომ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე. 

Read 883 times Last modified on კვირა, 02 სექტემბერი 2018 23:03