Back to Top
შაბათი, 01 სექტემბერი 2018 10:36

მარიამ შაქარაშვილი: დაგვავიწყდა რეალური ურთიერთობები

Written by
Rate this item
(0 votes)

"დღევანდელი სამყარო გახდა ძალიან ცივი, ცინიკური და ირონიული", - თქვა ახალგაზრდა მხატვარმა   რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი". 

"ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი მხატვარი. ხშირად სკოლა გამიცდენია, დილიდან მივსულვარ სამხატვრო სკოლაში და იმ პროცესს ვუყურებდი. ჩემმა ოჯახმა და ჩემმა პედაგოგმა გამიღვიძეს ხელოვნების სიყვარული. ჩემი სამყარო შევქმენი და დღემდე დიდი მოწიწებით მომაქვს. ხატვის დროს, ხშირ შემთვევაში ვუსმენ მუსიკას. კლასიკური მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფრანგული მუსიკა არის ის, რაც არასდროს მბეზრდება. ჩინეთის არტ ბანკის მხატვარი ვარ და ამის შემდეგ დაინტერესდა განსაკუთრებით ჩემით საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანია კარიერისა და განვითარებისთვის სხვა ქვეყანაში გამოფენებში მონაწილეობის მიღება. დღეს ჩვენ დაგვავიწყდა რეალური ურთიერთობები. გადავედით სხვა სივრცეში არსებობაზე, რაც ეხება სოციალურ ქსელებს და ფეისბუქს", - აღნიშნა მარიამმა.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,ინტერვალი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე. 

Read 813 times