Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 01 სექტემბერი 2018 11:14

კატო ქოთოლაშვილი: ცრურწმენები ხელს უშლის იმას, რომ ინდივიდად იგრძნო თავი

Written by
Rate this item
(0 votes)

,, ცრურწმენები შორი წარსულიდან მოდის და მე ვფიქრობ, როცა ისინი ფესვს იდგამდნენ, ადამიანებს  ნაკლებად ჰქონდათ კითხვების დასმის და მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა,“ - თქვა კატო ქოთოლაშვილმა გადაცემაში ,,სოციუმი“.

,,ცრურწმენები წინაპრებიდან მოდის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც გამტარები გავხდით. შესაძლოა, ნაწილს არ მიგვაჩნია სერიოზულად და უბრალოდ ვხალისობთ, ხუმრობის დოზენე დაგვყავს ეს ყველაფერი, მეც ხშირად მიხუმრია, მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენც ვამკვიდრებთ, შესაძლოა სერიოზულ სტერეოტიპად ვაყალიბებთ და ძალიან ხშირად დისკრიმინაციის მცხვერპლიც შეიძლება გავხადოთ ადამიანები. აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ ცრურწმენების მავნებლობაზე, იმაზე, რომ შესაძლოა ცრურწმენებმა სერიოზული ზიანი მოუტონოს ადამიანს, არ მიფიქრია, რომ ამის გავრცელებას ვებრძოლო, არ გავიმეორო, ვიღაც რომ იტყვის, ვკითხო, რა საფუძველი აქვს, როცა ამბობს. ცრურწმენა ხომ სიახლის შიშით და ვითომდა ტრადიციების პატივისცემა - გაგრძელებით გამოწვეული, საფუძველს მოკლებული და არასწორად აღქმული რეალობაა და შორს დგას რელიგიისგანაც და რწმენისგანაც. ვფიქრობ, ცრურწმენა არის ცნობიერების და განათლების პრობლემაც, ეზარებათ ადამიანებს ინფორმაციის მოძიება და მოცემულობად იღებენ, ასე უფრო მარტივია მათთვის. არადა საკუთარი წარმატების და წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა მოცემულობაში. ცრურწმენები ხელს უშლის განვითარებას, აფერხებს თავისუფალ აზროვნებას, ხელს უშლის იმას, რომ ინდივიდად იგრძნო თავი. ახალ თაობაში ცრურწმენები ნაკლებადაა, ახალი თაობა უფრო კრიტიკულია, მგონია, რომ თაობების ცვლილებასთან ერთად ცრურწმენებიც შემცირდება", - ისაუბრა კატომ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,სოციუმი“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს,  20:00 საათზე. 

Read 963 times Last modified on კვირა, 02 სექტემბერი 2018 23:00