Back to Top
კვირა, 02 სექტემბერი 2018 12:24

თამარ უთნელიშვილი: საკუთარ ქალაქში გულს მტკენს ინერტულობა

Written by
Rate this item
(0 votes)

„არ ვართ მოტივირებულები, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ხალისიანი, რომ ადამიანებს სახეზე კმაყოფილება ჰქონდეთ“; - ისაუბრა თამარ უთნელიშვილმა რადიო „მოზაიკას“ყოველკვირეულ გადაცემაში, „ფორთოხალი“.

„საკუთარ ქალაქში გულს მტკენს ინერტულობა. არ ვართ მოტივირებულები, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ხალისიანი, რომ ადამიანებს სახეზე კმაყოფილება ჰქონდეთ. შეიძლება ყველაფერი ფინანსებამდე მიდის, მაგრამ სიტყვას და დამოკიდებულებას იმხელა სასწაულების მოხდენა შეუძლია, რომ უფასოდ და ძალიან იაფადაც შეიძლება, ადამიანი ბედნიერი იყოს. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ირგვლივ ბევრი კმაყოფილი, ბევრი მხიარული ადამიანი იყოს, ჩვენ უნდა ვეცადოთ. ზოგს სიტყვით შეგვიძლია, ზოგს საქმით შეგვიძლია, ფიზიკურად შეგვიძლია, მორალურად შეგვიძლია. ავამუშაოთ ჩვენი გონება, რესურსები და შესაძლებლობები იმისათვის, რომ ჩვენს ირგვლივ სასიამოვნო გარემო შევქმნათ. როცა ჩვენს ირგვლივ სასიამოვნო გარემო იქნება, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით თავისთავად. ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ ადამიანებო და მაშინ ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება. ნუ დაველოდებით ციდან ჩამოგდებულ მადლს, ფულს თუ ვიღაცის წყალობას. ჩვენ მოვაგვაროთ, ჩვენ შევიკრიბოთ. ეკლესიაში არის ერთი სასიამოვნო მომენტი, როდესაც მოძღვარი ამბობს: -  „ჩვენთან არს ღმერთი“, ამ დროს ადამიანები ხელს ადებენ ერთმანეთს და ამბობენ: - „არს და იყოს“, ამ დროს ჯაჭვური ენერგია გადადის ერთმანეთზე. ეს საეკლესიო რიტუალია, მართალია, მაგრამ საერო რიტუალიც შეიძლება მოვიფიქროთ საერო ადამიანებმა და ასე გადავცეთ ერთმანეთს დადებითი ენერგია. ამას ხომ არ უნდა ფული და დიდი არაფერი“, - ისაუბრა უთნელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1051 times Last modified on კვირა, 02 სექტემბერი 2018 22:55