Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 18:15

მარი არღუთაშვილი: ეს შთაბეჭდილება პირველი სიყვარულივითაა

Written by
Rate this item
(0 votes)

"საბავშვო ბაღის პერიოდიდან მე ვიცოდი,რომ ვიქნებოდი მსახიობი. მე არ მახსოვს ჩემი თავი, როცა არ მიფიქრია იმაზე, რომ გავხდებოდი მსახიობი. რა ან როგორ უნდა გამეკეთებინა ამისთვის, არ ვიცოდი, მაგრამ რომ მინდოდა, ფაქტია", - თქვა მსახიობმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

"2002 წელს პირველად დავდექი სცენაზე სპექტაკლით - "ჰაკი აძბა" და აღმოვჩნდი ამ ჯადოსნურ სამყაროში. ეს შთაბეჭდილება არასდროს დამავიწყდება, პირველი სიყვარულივითაა. ამ პროფესიაში ყოფნა არის უდიდესი სიამოვნება. რეპეტიციები, სცენაზე ყოფნა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ მუდმივად უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. მუდმივად მაქვს ტანჯვა და შიში, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ ბოლომდე კარგად. უდიდესი კომფორტია მსახიობისთვის, როცა მუშაობ კარგ რეჟისორთან და მე ვარ ბედნიერი, რომ გამიმართლა და მიმუშავია ასეთ რეჟისორებთან. ასევე, დიდი გამართლებაა, კარგი პარტნიორი სცენაზე და აქაც აშკარად გამიმართლა", -  ისაუბრა მარიმ.

შეგახსენებთ, რომ  "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა,  რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 1398 times