Back to Top
კვირა, 09 სექტემბერი 2018 11:24

ოთარ კვირიკაშვილი: პატარა ქალაქს არ უყვარს ინტრიგები

Written by
Rate this item
(0 votes)

„პატარა ქალაქში უფრო რთულია თავის დამკვიდრება ვიდრე დიდში, პატარა ქალაქი ფილტრში გატარებს“, - თქვა ოთარ კვირიკაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


„პატარა ქალაქს არ უყვარს ინტრიგები, პროვოკაციები. პატარა ქალაქს უყვარს სტაბილურობა და აქ უფრო ძნელია თავის დამკვიდრება, ვიდრე დიდში. პატარა ქალაქი უფრო ფილტრში გატარებს და შენც იზრდები ამ პროცესში. დიდ ქალაქში ნაკლებად ჩანს და შეიძლება უფრო გაიტანო თავი. განათლება, წარმატება, რეპუტაცია და ბევრი ასპექტია რაც თავის დამკვიდრებაში გიწყობს ხელს, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ ბევრი ფილტრია პატარა ქალაქში და კარგიც არის, მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებ საკუთარ თავს და მუდმივად ცდილობ ფორმაში იყო“, - ისაუბრა ოთარ კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 760 times