Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 21 იანვარი 2020 16:45

გორელ იუმორისტს სურს, რომ ხალხის დახმარებით მანქანა იყიდოს

Written by
Rate this item
(0 votes)

გორელმა იუმორისტმა მამუკა ნადირაძემ, იგივე სკიპიმ, მანქანის საყიდლად საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო.

იუმორისტი საზოგადოებას საკუთარ ანგარიშზე ერთი ლარის ჩარიცხვას სთხოვს. როგორც რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში ნადირაძემ აღნიშნა, მისი სურვილია 50 წლის იუბილეს საკუთარი მანქანით შეხვდეს.

 

“50 წლის ვხდები. ამ ასაკში ხალხი მთვარეზე გაფრენის სურვილს ისრულებს, მე კიდევ დედამიწაზე ისევ “ჯოხის ცხენით“ დავდივარ. ჩემი საკუთარი მანქანა მინდოდა. ვიფიქრე, ასეთი კრეატიული ნაბიჯი გადამედგა და დამეწყო კამპანია. არც დამიმალავს, პირველივე პოსტში გავაჟღერე, რომ მანქანის საყიდლად საზოგადოებას ერთი ლარის ჩარიცხვას ვთხოვდი. ამასთანავე მაინტერესებდა, ვის არ დაენანებოდა ჩემთვის ასეთი მცირე თანხის გაღება. ფეისბუქის მომხმარებელიც კამპანიის დაწყების დღიდან გავხდი, გამოხმაურებები საკმაოდ ბევრია, რაც ძალიან მიხარია. 5 თებერვალს მეცოდინება შეგროვდა, თუ არა მანქანის ფული. მანამდე არ ვიცი, რა თანხა მიდევს ანგარიშზე, არ ვნახულობ“, - ამბობს მამუკა ნადირაძე

Read 1111 times