Back to Top
შაბათი, 08 თებერვალი 2020 15:10

ჩემი შვილი, ვირიშვილი

Written by
Rate this item
(0 votes)

                                                                  

ავტორი: დიმა გოგიაშვილი

 

ბატონმა რობერტიმ გაიღვიძა. ცალი თვალი გაჭირვებით გაახილა. პირი უშრება და ჩახლეჩილი ხმით გასძახის:

 

 

 

ოთახში ჩაპუტკუნებული გიო შემოდის, ხელში მობილური უჭირავს და რაღაცას თამაშობს. სავარძელში მძიმედ ჯდება და თამაშს აგრძელებს.

 

 

 

 

 

ბატონ რობერტს წუხანდელი ღამე ახსენდება. როგორ დაიდგა ტაშტი საწოლთან, ყოველი შემთხვევისთვის. რატომღაც ცოლზე ბრაზდება, მისი დროსტარებებით რომ დაიღალა. გინება ჩაილუღლუღა და ისევ შვილს მიუბრუბდა.

 

 

გიორგი ზანტად წამოდგა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მამასთან ბაჯბაჯით მივიდა ხელი გაუშვირა. ბატონი რობერტი ხელის ფათურით ორმოცდაათ ლარიანს აძლევს და ლუღლუღით ეუბნება:

 

 

 

გიორგი იღიმის  და ბაჯბაჯით გადის ოთახიდან.

 

ბატონი რობერტი ზლაზვნით ცდილობს წამოდგომას. რამდენი წაბორძიკების შემდეგ, სწორდება და ფანჯარასთან მიდის. მაღაზიამდე მისასვლელ გზას უყურებს. ხედავს თავისი შვილი როგორ გადის სადარბაზოდან. ხელში ნაგვის პარკი უჭირავს, რომელსაც შორიდან ისვრის ნაგვის ურნისკენ, ნაგვის პარკი ურნის მახლობლად ეცემა და მარტივ-მამრავლებად იშლება, ბატონი რობერტი კი ამის შემხედვარე ფიქრებს მიაქვს.

 

 

ფანჯრიდან ჩანს, როგორ უახლოვდება გიორგი ეზოში მოთამაშე ბავშვებს. უმიზეზოდ ერთს თავში ურტყამს, მეორეს კი ხილს უქნევს. უკმაყოფილო ბავშვებს მუქარით აჩუმებს და გზას აგრძელებს. ბატონი რობერტი კვლავ სიამაყით იჭიმება:

 

 

ეს გაუთავებელი ლუღლუღი, შვილის მოლოდინში, უსასრულობად ექცა ბატონ რობერტს და როდესაც მობილურზე დარეკვა გაახსენდა და ჯიბისკენ ხელი წაიღო, სწორედ მაშინ გამოჩნდა გიორგი ერთ ხელში დატვირთული ცელოფნის პარკით, მეორეში კი გიგანტური ხაჭაპურით.

 

მობაჯბაჯე გიორგის უბნის ძაღლი კუდის ქიცინით ხვდება ხაჭაპურის მცირე ნაწილის იმედად, მაგრამ გიორგი მასაც პანღურით უმასპინძლდება.

 

 

 

სიამაყის განცდით შორდება ბატონი რობერტი ფანჯარას და კვლავ საწოლისკენ ბრუნდება.  მალე გიორგიც შემოდის ოთახში ხელში ნაინანატრი ლუდის ბოთლით, რომელიც უკვე წლებია, მამის საუზმის უცვლელი ნაწილია. არა, ღვიძლი კი აწუხებს, მაგრამ იტანს.

Read 554 times Last modified on შაბათი, 08 თებერვალი 2020 15:25