Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 22:56

ეკა სუხიშვილი: ერთი პერიოდი მონასტერში ვაპირებდი წასვლას

Written by
Rate this item
(0 votes)

ეკატერინე სუხიშვილმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ფორთოხალი" სხვადასხვა ამბები გაიხსენა

წამყვანის შეკითხვას, როდის იყო ყველაზე რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ასე უპასუხა: 

"ჩემი ახალგაზრდობა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, ყველაზე მძიმე, როცა მე ჩემი შვილებით დავრჩი მარტო. ეს იყო უმძიმესი და ის მდგომარეობა მქონდა, რომ ერთი პერიოდი მონასტერშიც კი ვაპირებდი წასვლას. მაგრამ ისევ შვილები, ისევ მშობლები, ისევ გვერდში დგომა და პირიქით, დღეს უკვე მე ვაძლევ სხვას სტიმულს ცხოვრების გასაგრძელებლად".

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე გადის.

Read 1266 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 17:49