Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 06 ივლისი 2018 16:31

თამარ თედლიშვილი: არ ვიცი, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი

Written by
Rate this item
(0 votes)

რა არის კითხვა, რომელიც შვილებს დაუსვამთ და პასუხი არ გქონია? - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ფორთოხალი" უპასუხა. 

„არ არსებობს კითხვა , რომელზეც პასუხი არ მაქვს, გარდა ერთისა, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი. ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ, რაც ხდება. ჩემი შვილიშვილები, რომელთაგან ორმა იცის ლაპარაკი, მესამემ არ იცის ჯერ ლაპარაკი, როდესაც მოდიან ჩემთან, ყოველთვის მეკითხებიან, მაქვს თუ არა ტკბილეული მათთვის. ამაზე პასუხიც ყოველთვის მაქვს და ტკბილეულიც“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ხუთშაბათობით, 20:00 საათზე გადის. 

Read 1319 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 16:59