ლექსო ვალიაური: სტალინის გამზირის მაგივრად უნდა იყოს თავისუფლების გამზირი

Rate this item
(0 votes)

„სტალინის გამზირის მაგივრად უნდა იყოს თავისუფლების გამზირი“ - თქვა რესპუბლიკური პარტიის წევრმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ფორთოხალი".

წამყვანის შეკითხვას, რის ძეგლს დადგამდი საკუთარ ქალაქში, ლექსო ვალიაურმა ასე უპასუხა:


„ძეგლების მიმართ არ მაქვს მიდრეკილება. აღიარებული ამბები, რომელიც იმ საშინელი კაცის ძეგლზე არის ატეხილი ჩვენს ქალაქში, ახალი არავისთვის არ არის და მეც ძალიან ხშირად ვარ ამ პროცესებში ჩართული. თუმცა მე ალტერნატიულ გზას ყოველთვის ვთავაზობ ხოლმე. ერთ-ერთი იდეა მქონდა ის, რომ სტალინის გამზირის მაგივრად გაგვეკეთებინა თავისუფლების გამზირი და მოედანს დარქმეოდა მრავალფეროვნების მოედანი. მგონია, რომ კაცობრიობა მიდის ერთფეროვნებისკენ. ძალიან ხშირად ჩვენ უკვე გვაქვს პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები ერთფეროვნები ვხდებით. სხვადასხვა, ბევრი საკითხის ნაწილში ჩვენ ვემსგავსებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, გამორიცხულია და სანამ კაცობრიობა არსებობს, არასოდეს ადამიანები ერთნაირები არ იქნებიან, სანამ ადამიანები ცალ-ცალკე დაიბადებიან და სხვადასხვა ორგანიზმიდან მოევლინება, ამ სამყაროში ისინი ვერასოდეს იქნებიან ერთნაირები, თუმცა მაინც ერთფეროვნების პრობლემა მგონია, რომ მომავალი კაცობრიობის სერიოზული პრობლემაა. ამიტომ ჩვენ უკვე პრევენციისათვის შეიძლება, საქართველოში, გორში პირველები ვიყოთ, რომლებიც მრავალფეროვნებაზე სერიოზულ აქცენტს გავაკეთებთ. ჩვენს ქალაქში დავდგამდი მრავალფეროვნების მონუმენტს ან
ძეგლს, ან მოედანს დავარქმევდი სახელს“, - განაცხადა ლექსო ვალიაურმა.


შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე გადის. 

Read 3398 times Last modified on შაბათი, 07 ივლისი 2018 08:02

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი