მათე მაყაშვილი: სამყარო უნდა მართოს იმან, ვისაც ფეხებზე ჰკიდია მმართველობა

Rate this item
(0 votes)

სამყარო უნდა მართოს იმან, ვისაც ფეხებზე ჰკიდია მმართველობა - თქვა სცენარისტმა, მათე მაყაშვილმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


დასმულ კითხვაზე თუ როგორ განავითარებდა საკუთარი სცენარით ქართულ პოლიტიკას, მათე მაყაშვილმა ასე უპასუხა:

"დემოკრატიას დავხურავდი, არჩევნებს გავაუქმებდი. მოვიწვევდი მრგვალ მაგიდას. მე შევარჩევდი ერთპიროვნულად, ვინ უნდა იყოს მრგვალ მაგიდაში და აი, ამ ადამიანების მმართველობას დავაწესებდი. პლატონის  სახელმწიფოს გადმოვიტანდი დღევანდელ რეალობაში. პლატონი ამბობდა, რომ „კაცობრიობა უნდა მართონ ფილოსოფოსებმა“, იმიტომ, რომ უმრავლესობა არის ბრიყვი, უმრავლესობა ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს. დემოკრატია არ მუშაობს, ეს თქვა 23 საუკუნის წინ და დღესაც დემოკრატიაში ვართ. ეგეთი რამე გადაწყიტა, ფილოსოფოსების დიქტატურა  უნდა იყოს, უნდა მართოს სამყარო იმან, ვისაც რეალურად არ უნდა მართვა; ვისაც უნდა რომ მართოს, ის ჩანასახშივე ცუდი ტიპია, ძალაუფლებისკენ არის მიდრეკილი; ვისაც მართვა და ძალაუფლება უნდა, ის სახიფათო ტიპია, იმას არ უნდა მისცე ძალაუფლება. უნდა მივანდოთ ისეთ ტიპებს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდიათ მმართველობა და ვისაც ფეხებზე ჰკიდიათ. როგორ უნდა მოვიდნენ? მათ ფეხებზე ჰკიდიათ. უბრალოდ, მათ უნდა გაწირონ თავისი თავი და უნდა მოვიდნენ, ჯანდაბას ვმართავ. აი ეგეთ ტიპებს ვიპოვიდი, დავსვამდი მრგვალ მაგიდასთან, ძაან ბრძნულ გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ და  მერე ქვედა რგოლებში ჩავუშვებდით", - განაცხადა მათე მაყაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 816 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი