გულიაშვილი: საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, დღეს ჯაზს მოუსმენ, ხვალ სამშობლოს გაყიდიო

ჭრელი ამბები Written by  ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 10:28 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საბჭოთა მუსიკა  იყო გარკვეულ სტრუქტურაზე აგებული და მასში არ იყო ინდივიდუალიზმი", - თქვა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "საუბარი"ვახტანგ გულიაშვილმა.

"საბჭოთა კავშირში ხელოვნებას ჰქონდა სტრუქტურა. მხატვარი არის ადამიანი, რომელიც თავისი წარმოსახვით, თავისი ფერების აღქმით, ქმნის ნამუშევარს. საბჭოთა კავშირში იყო კონკრეტული ფორმა, რომ მხატვარს უნდა ეხატა ზუსტად ასე. ასევე იყო მუსიკაშიც... საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, რომ ჩვენ ჯაზი არ გვიყვარსო, მაგრამ ახერხებდნენ და ამგვანებდნენ ამერიკულ მუსიკას. გავიხსენებ ფაქტს, რომელიც  ერთგვარი გამოტახულებაა დამშეული ხალხის გარეთ გამოშვებისა - 1991 წელს ,,მეტალიკა“ ჩავიდა მოსკოვში და რა მოხდა? მივიდა ზღვა ხალხი, რომელიც 70 წელი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდა და ერთიდაიგივე რამეს უსმენდა... კონცერტზე ხდებოდა სასწაული, იქ იყო ამერიკის დროშები, ბრიტანეთის დროშები და ვისაც წესრიგი უნდა დაეცვა, ისინიც  ქუდმოხდილები იყვნენ და რაღაც სასწაულებს აკეთებდნენ.  ეს იყო გათავისუფლება. მუსიკამ თითქოს გაათავისუფლა ისინი და შეუერთა დანარჩენ მსოფლიოს“, - ჰყვება გულიაშვილი გადაცემაში და ამბობს, რომ საუკეთესო მუსიკა იქმნება თავისუფალ გარემოში. 

"პრაქტიკა და ისტორია გვიჩვენებს, რომ საუკეთესო მუსიკები, საუკეთესო სიმღერები და  შემსრულებლები, რომლებსაც დრომაც ვერაფერი დააკლო და ვერც ისტორიამ, ისეთ ქვეყნებში და ისეთ საზოგადოებებში შეიქმნა, სადაც თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩაკეტილ სივრცეებში იქმნება ხოლმე. მაგალითად,  თავისუფლებისთვის N1 მუსიკა ჯაზი თავისუფალ გარემოში შეიქმნა  და ამასთან ცნობილი გამოთქმაც არსებობდა საბჭოთა კავშირში, დღეს ჯაზს მოუსმენ, ხვალ გაყიდი სამშობლოსო“, - ამბობს ვახტანგ გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "საუბრები" არის ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ყოველ კვირას, საღამოს 20:00 საათზე გადის. 

Read 981 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი