ნიკა წიქარიძე: საბჭოთა მუსიკაში ნაკლები ინდივიდუალიზმია

ჭრელი ამბები Written by  ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 10:41 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,თავისუფალ გარემოში მუსიკაც და ხელოვნების ნებისმიერი ჟანრიც უფრო ხარისხიანი იქმნება", - თქვა ნიკა წიქარიძემ რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "საუბრები".

"იმიტომ რომ არ არსებობს შიში, არ არსებობს სტრესი იმისა, რომ შენ გიკონტროლებენ, რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა გააკეთო. შენ ხარ სრულ თავისუფლებაში და ქმნი იმას, რასაც ფიქრობ და რასაც გრძნობ“, - განმარტა წიქარიძემ და საბჭოთა პერიოდში შექმნილ მუსიკაზე ისაუბრა. 

"რომ გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდამდე ქართული ფოლკლორი, იქ მეტია ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალური თავგადასავლები, სასიყვარულო ელემენტებიც არის და ეროტიული სცენებიც ხვდება ტექსტებში, რაც შემდგომ, საბჭოთა პერიოდში შექმნილ მუსიკაში უკვე განსხვავებული ფორმით გვხვდება. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საბჭოთა მუსიკაში არის სიყარულის ისტორიები, მაგრამ მღერიან ისეთ სიყვარულზე, კოლმეურნეობაზე და თან ისეთი ფორმით, რაც მაშინ ყველასთვის გასაგები, მისაღები და საერთო იყო. ანუ, ნაკლები ინდივიდუალიზმი იყო და არსებობდა კარჩაკეტილობა და ხელოვნურობა".

შეგახსენებთ, რომ "საუბრები" არის ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ყოველ კვირას, საღამოს 20:00 საათზე გადის.

Read 821 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი