თამარ სოსიაშვილი: ქართველებს გვიჭირს განსხვავებული ადამიანის მიღება

Rate this item
(0 votes)

"ქართველებს გვაკლია განსხვავებულის მიმღებლობა, განსხვავებულზე ძირითადად ბოღმას ან შურს გამოვხატავთ" - თქვა თამარ სოსიაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

„ქართველებს განსხვავებულის მიმღებლობა გვაკლია. ძირითადად, გამოვხატავთ ხოლმე ამ განსხვავებულზე შურს, ბოღმას და აგრესიას. ხშირად ვფირობ ხოლმე, რის მიმღებლობა გვაქვს. განსხვავებული ფაქტის, განსხვავებული ქმედების, ზოგადად განსხვავება იმ სოციუმთან, რაც უმრავლესობაა, იმის საპირისპიროდ გვიჭირს , რომ მივიღოთ. არადა აქედან იწყება სწავლაც და ურთიერთობებიც“, - აღნიშნა თამარ სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 676 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი