ანა ბარჯაძე: ფოტოგრაფიას ვეძახი ინტიმურ პროფესიას
"სცადე შენი ბედი, არასდროს არ იცი, რა მოელის შენ თითოეულ ნაბიჯს," - თქვა ფოტოგრაფმა და მომავალმა კინორეჟისორმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".
"ჩემი მომავალი პროფესია განაპირობა ჩემმა კამერამ, რომელიც 10 წლის ასაკში მიყიდა მამამ. ყველაზე მეტად ქუჩის ფოტოგრაფია მომწონს და ვიღებ სიამოვნებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი. ფოტოგრაფიას ვეძახი ინტიმურ პროფესიას. ვერავინ გაიგებს იმას, რაც შენ და კამერას გაკავშირებთ. ჩემი ყველაზე აღიარებული ფოტო, რომელიც გორის თეატრში გადავიღე, განვათავსე ფოტოგრაფთა ერთ-ერთ საიტზე - გრაფ.ჯი, სადაც დღის ფოტო გახდა. ეს იყო პირველი დიდი აღიარება. ქორწილის გადაღება ყველაზე რთულ განხრად მიმაჩნია ფოტოგრაფიაში. დიდ პასუხისმგებლობას და შრომას მოითხოვს, ამიტომ ჯერ არ გადამიღია და ვემზადები ამისთვის," - აღნიშნა ანა ბარჯაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა