Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 29 ივლისი 2018 11:35

თეონა ფანქველაშვილი: ქვეყანა მთლიანად ნეგატივშია

Written by
Rate this item
(0 votes)

"ქვეყანა მთლიანად ნეგატივშია და შესაბამისად, ადამიანები უფრო მუქ ფერებს ანიჭებენ პრიორიტეტს," - თქვა თეონა ფანქველაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


„რაღაცა ახალს არ ვიტყვი, საქართველოში მუქი ფერები ჭარბობს. რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულსაც, როდესაც საქართველოში მშენებლობები დაიწყო, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ყველა შენობა იყო ნაცრისფერი, მუქ ფერებში გადადიოდა. 90 - იან წლებში, სამწუხაროდ, ქალაქშიც თუ გადახედავთ, ყველა ახალი სახლი იყო შავი და ეს სიშავე მეტად ჭარბობს, ალბათ ეს ემოციური ფონიდანაც გამომდინარეობს," - ისაუბრა თეონა ფანქველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1330 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 13:57