კობა კოპაძე: ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად არის გაყოფილი

Rate this item
(0 votes)

"ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად არის გაყოფილი - თეატრი და სოციალური ქსელი," - თქვა მსახიობმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

"თეატრალური სეზონის დახურვის შემდეგ, მე ისევ თეატრით ვცხოვრობ. მთელი წლის დაგროვილ მასალას - ფოტოებს, სპექტაკლებს ვაზიარებ სოციალურ ქსელში მხოლოდ ჩემი სურვილით. ყურადღება ყველას უყვარს. უბრალო ფოტოს დადებით ადამიანს სიხარულს ვანიჭებ. არის სპექტაკლები, რომლებიც ძალიან ჩემია და არის სპექტაკლები, რომლებიც არც თუ ისე ჩემი. თუმცა, მე ყველა როლს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ცოდოა ჩემი პარტნიორი, მე რომ საქმე უგულოდ გავაკეთო. დიდი ფუფუნებაა კარგ რეჟისორთან კარგ პიესაზე მუშაობა, თან თუ მთელი გუნდის აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ეს ქმნის საუკეთესო როლს," - აღნიშნა კობამ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8)  გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 829 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 09:56

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი