Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 15:55

ანა ლაფაჩი: არ არის აუცილებელი სალონში დიდ დროს ატარებდე

Written by
Rate this item
(0 votes)

,,იმისათვის, რომ ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდე, არ არის აუცილებელი სალონში დიდ დროს ატარებდე. თუ გიყვარს და მოგწონს საკუთარი თავი, სახლის პირობებშიც მოუვლი" , -  თქვა ანამ გადაცემაში ,,საუბრები“. 

,,ხშირად ვიყენებ ე.წ. ბებიების რეცეპტებს, რომლებსაც რადიომსმენელებსაც გავუზიარებ. ვისაც მშრალი კანი გაქვთ, გამოგადგებათ ზეითუნის ზეთისა და კვერცხის ნიღაბი. მე ხშირად ვიყენებ ამ ნიღაბს, რომელიც კარგად ატენიანებს კანს. ასევე, დილით კარგია ჰერკულესის ნიღაბი, რომელიც ამშვიდებს სახეს. ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც, მაწუხებს თმის ცვენის და გამომშრალი თმის პრობლემა. ამასაც ჩემეული რეცეპტებით ვმკურნალობ. კვირაში ერთხელ უნდა შეიზილო თმაში აბუსალათინის, თალგამის და ნუშის ზეთი მონაცვლეობით, 10-15 წუთით. ეს ნიღბები ამავდროულად, აჯანსაღებს და ბზინვარებას აძლევს თმას", -  გაგვიმხილა ანამ.

შეგახსენებთ, "საუბრები" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას, 20:00 საათზე.

Read 1422 times