Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 23:38

ნინი გოჩიაშვილი: მე დრამის მსახიობი ვარ

Written by
Rate this item
(0 votes)

"ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე, ურთულესი პროფესია", - თქვა ახალგაზრდა მსახიობმა, გრიმიორმა და ტექნიკურმა რეჟისორმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

"პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი მსახიობობაზე. მერე თითქოს მიჩუმდა, არ ვიცოდი საით წავსულიყავი. ერთხელ, როდესაც ჩემს თავთან მარტო დავრჩი, რაღაც განათდა, თითქოს ჩემს გონებაში და მივხვდი, სხვა საქმე არ მაინტერესებდა მსახიობობის გარდა. რაც მაინტერესებს ცხოვრებაში, ყველა დარგს მოიცავს სამსახიობო ფაკულტეტი. ძალიან საინტერესოა და იმ ბავშვებსაც ვამართლებ, ვინც ოცნებობენ მსახიობობაზე. თუ შენ არ ხარ მზად, ბევრი რაღაც დათმო, ამ პროფესიას ვერ დაეუფლები კომპრომისების გარეშე. ოჯახის მხრიდან დიდი პრობლემა იყო, თუმცა როდესაც ნახეს ჩემი წარმატებები, ხელი ჩაიქნიეს. იციან, ძალიან ჯიუტი ვარ და უარესს ვიზამდი. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო "დეკამერონი", სტუდენტობის ბედნიერ დროს და დღემდე ვთვლი, რომ მე დრამის მსახიობი ვარ" - განაცხადა ნინიმ.

შეგახსენებთ, "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 1085 times