ანა ლაფაჩი: თუ ქალი ბედნიერია, ის აუცილებლად ლამაზად გამოიყურება
"სარკეში თუ მოგწონს შენი თავი, ეს უფრო თავდაჯერებულს გხდის", - თქვა ანა ლაფაჩმა გადაცემაში "საუბრები“.
,,ვფიქრობ, კლასიკური სტილი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სხვანაირად ლამაზს და მიმზიდველს ხდის ქალს, თუმცა გადამეტებული არ უნდა მოგვივიდეს, არც ქუსლის სიმაღლე და ზედმეტად გადაპრანჭულიც არ უნდა ვიყოთ. რაც შეეხება, როდის დავიწყოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურები და საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევები, მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხებში და არ ვიცი, როდიდან ჯობია ამ პროცედურების ჩატარება. ვფიქრობ, რომ ეს ინდივიდუალურია, რადგან ვიცი, რომ არსებობს სახის კანის ისეთი ტიპიც, რომელიც ნაადრევად ბერდება. ჩემი აზრით, სულაც არაა საჭირო ქირურგიული ჩარევა, რადგან არსებობს ბიორევიტალიზაცია, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, სხვადასხვა სახის ინექციები და ამ პროცედურების გამოყენება ქალმა 30-35 წლის ასაკიდან უკვე უნდა დაიწყოს. ამით ის მოახდენს კანის კვებას, რასაც ჩვენ თვითონ სათანადოდ ვერ ვახერხებთ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ თუ მოვუფრთხილდებით სახის კანს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრებთ - ადრე დავიძინებთ, ადრე გავიღვიძებთ, დიდი რაოდენობით წყალს მივიღებთ, ვივარჯიშებთ და ჯანსაღად ვიკვებებით, ეს პირდაპირ კავშირშია სახის კანთან და მის სილამაზესთან. მე მაინც ვფიქრობ, სილამაზის ყველაზე კარგი რეცეპტი ბედნიერება და სიყვარულია. თუ ქალი ბედნიერია, ის აუცილებლად ლამაზად გამოიყურება", - აღნიშნა ანამ.
შეგახსენებთ, "საუბრები" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას, 20:00 საათზე