Back to Top
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 15:50

ნინი გოჩიაშვილი: ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია

Written by
Rate this item
(0 votes)

"მიზნის მისაღწევად ყველაფერი შეიძლება გააკეთო ადამიანმა, შეუძლებელი არაფერია", - თქვა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი" ახალგაზრდა მსახიობმა, ტექნიკურმა რეჟისორმა და გრიმიორმა.

"ჩემი ცოლის დაქალებში" ქასთინგით მოვხვდი, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ჩემი პირველი კინოროლია და ახალი, საინტერესო გამოცდილება. აქტიური რადიომსმენელი ვიყავი ბავშვობაში. არ ვიყავი განებივრებული დისკებით და რადიო იყო ნათელი წერტილი იმ პერიოდში. ვუსმენ ძველ კარგ მუსიკას. ბოლოს ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი" წავიკითხე. ისედაც მქონდა ბრძოლის ჟინი და ამ წიგნმა დამიმტკიცა, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ორი საოცნებო როლი მაქვს: "ანტიგონე" და "ლედი მაკბეტი". იბრძოლეთ, თქვენი ოცნებებისთის", -  განაცხადა ნინიმ.

შეგახსენებთ, "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 1428 times Last modified on კვირა, 18 ნოემბერი 2018 19:21