Print this page
პარასკევი, 10 აგვისტო 2018 10:13

დაკო მურადაშვილი: შემეძლო, უფრო მეტი გამეკეთებინა ცხოვრებაში

Written by
Rate this item
(0 votes)

"ყველა სირთულე, რომელიც ცხოვრებაში შემხვდა, მაძლევდა სტიმულს, კიდევ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი'', - თქვა დაკომ რადიო" მოზაიკას'' ყოველკვირეულ გადაცემაში "ფორთოხალი".


"მე თვითონ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი გამოვიარე. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ეს მე გადამხდა, ეს მართლა ჩემს ცხოვრებაში იყო, ამას მე გავუმკლავდი, გადავიტანე, მაგრამ თითოეული სირთულე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემხვდა, მაძლევდა სიძლიერეს და იმ სტიმულს, რომ კიდევ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. სიბრაზის მომენტი კიდევ ის არის, რომ მეტი შემეძლო და ჩემი რესურსი დამრჩა გამოუყენებელი და ბევრი გასაკეთებელი. სიამაყის განცდაც ალბათ მაქვს, იმიტომ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ ცხოვრებაში, არ ვარ წუწუნა, ყველაფერი მახარებს და მიხარია. იმას, რასაც ვაკეთებ, სიყვარულით და სიხარულით ვაკეთებ და ეს აისახება ჩემს საქმიანობაზე, ჩემს გარშემო და იმ ადამიანების გარშემო, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა", - აღნიშნა დაკომ.


შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1724 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 13:50