ლიზა ყაზიშვილი: მოვინდომე მონასტრული ცხოვრება

ჭრელი ამბები Written by  ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 18:22 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„დავინტერესდი საეკლესიო ცხოვრებით, ბევრს ვკითხულობდი, მყავდა მოძღვარი, ვაბარებდი აღსარებას და ძალიან მოვინდომე მონასტრული ცხოვრება“, - თქვა ლიზა ყაზიშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“


„მონასტერში წავედი იმ პირობით, რომ რამდენიმე ხანი უნდა ვყოფილიყავი დაკვირვების რეჟიმში. ძალიან მომეწონა იქაური ცხოვრება. გადავწყვიტე და დიდი სურვილიც მქონდა, გავმხდარიყავი მონაზონი. იყო ჩემი ოჯახის, მეგობრების უზარმაზარი წინააღმდეგობა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ვერავინ შემაცვლევინებდა აზრს. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი მონასტერში, ვიყავი სტუმრის რანგში და ეს ძალიან მწყინდა. ერთი სული მქონდა ვეკურთხებინე მორჩილად, მაგრამ ეს არ იყო ღვთის ნება, როგორც აღმოჩნდა. მახსოვს ერთი დღე, როდესაც პატრიარქთან შეხვედრაზე წავედით. ერთ - ერთ საეკლესიო დღესასწაულზე უნდა მომხდარიყო მონაზვნად აღკვეცის რიტუალი და  ჩემი მორჩილად კურთხევა. პატრიარქმა ყველა დალოცა და ყველას მისცა კურთხევა. იერარქიულად მე ყველაზე ბოლოში ვიდექი, სტუმრის სტატუსით ვიყავი მონასტერში და პატრიარქი რომ მომიახლოვდა, ჩამეხუტა, თავზე ხელი დამადო და თქვა: „შენ უნდა გათხოვდე და შვილები გააჩინო“. მისი ნების წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდით. მონასტრიდან ჩამოსვლის შემდეგ შემხვდა ჩემი შეყვარებული, ახლა უკვე მეუღლე და მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და თუ მე მონაზონი გავხდებოდი, ისიც აღიკვეცებოდა ბერად. პატრიარქის და მოძღვრის კურთხევით მე შევქმენი ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ“, - ისაუბრა ლიზამ.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 2419 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 09:49

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი