ნინო ბალოიანი: ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვებისთვის როგორ ტრავმაა მეგობრის, თანატოლის დაკარგვა

ჭრელი ამბები Written by  ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 13:21 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფსიქოლოგმა ნინო ბალოიანმა გადაცემაში ,,სოციუმი“ 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობით გამოწვეულ ტრამვებზე ისაუბრა.

,,სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგის მომსახურების კულტურა თითქოს გაჩნდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ხალხი ჯერ კიდევ თვლის, რომ ფსიქოლოგთან გადახდილი თანხა ჰაერშია გაფანტული, რადგან ბავშვს რომ მოიყვანენ ორ შეხვედრაზე, სწრაფად სჭირდებათ შედეგი. ამ ტრაგედიის მერე ძალიან მნიშვნელოვანია ნანიკოს კლასელებთან, იმ წრეზე სადაც დადიოდა, მის მეგობრებთან რომ იმუშაოს ფსიქოლოგმა. ჩვენთვის, უფროსებისთვის როგორი მტკივნეულია ეს ფაქტი და ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვებისთვის როგორ ტრავმაა მეგობრის, თანატოლის დაკარგვა. თან ასეთი მძიმე ვითარებით და ათასი ჭორ - მართალით დამძიმებული ფაქტებით. ეს ბავშვები კიდევ უფრო დავამძიმეთ და უარეს დღეში ჩავაგდეთ. მათ ყველას შეეშინდებოდა და იფიქრებდა, რომ სამყარო ჩამოენგრათ, ცამ და ცხოვრებამ სილამაზე დაკარგა. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ მიხედვა. მიხედვა ესაჭიროება სკოლის პედაგოგებსაც, ცეკვის პედაგოგს განსაკუთრებით, რადგან ბავშვი მასთან მიდიოდა და იქამდე ვერ მივიდა. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს აზრი შეაწუხებს და იდარდებს, ნეტა დამერეკაო, დანაშაულისა და სინანულის განცდა აუცილებლად ექნება, რომელიც ძალიან მძიმე გადასატანია. აუცილებელია მისი დახმარება და უმნიშვნელოვანესია, ოჯახის დახმარება. ოჯახს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ჩვენ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, როგორი უსუსური და უმწეო ხარ, რომ შვილს ვერ უშველე. ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ფსიქოლოგების  ჩართვა და დახმარება. თუმცა, საზოგადოებაში დღეს ასეთი განწყობაა, 100 - დან 97% წავა ნევროპათოლოგთან შფოთვების, ძილის დარღვევების გამო და არ წავა ფსიქოლოგთან. დალევენ წამლებს, რომელიც ძილს მოგვრის, მაგრამ ეს მთავარ პრობლემას ვერ მოაგვარებს“ - ისაუბრა ბალოიანმა.

შეგახსენებთ, რომ "სოციუმი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე.

Read 57 times Last modified on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 13:49
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი