რომელი ფილმები და წიგნები უყვარს გორის მერის მოადგილეს

ჭრელი ამბები Written by  შაბათი, 02 თებერვალი 2019 16:31 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილმა რადიო "მოზაიკას" მისთვის საყვარელი ფილმების და წიგნების ხუთეული გაუზიარა. 

ფილმების ჩამონათვალში ძირითადად ფსიქოლოგიური დრამები ჭარბობენ, თუმცა ეკატერინე სუხიშვილი ამბობს, რომ ისტორიულ და დოკუმენტურ ფილმებსაც ხშირად უყურებს. ერთადერთი ჟანრი, რომელიც გორის მერის მოადგილეს არ მოსწონს, საშინელებათაა. 

ეკატერინეს საყვარელი ფილმების ხუთეული ასეთია: 

1. "ექვთიმე ღვთის კაცი" "ზუსტად არის გადმოცემული დამოუკიდებელი საქართველოს ავბედითი ცხოვრება. ერთგულება და ღალატი. სიყვარული და სიძულვილი. ეს ფილმი დროული იყო, რათა სულ გვახსოვდეს ჩვენი წარსული".

2. "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" - "უმძიმესი ფსიქოლოგიური ფილმია. ყველა პერსონაჟს თავისი სამყარო აქვს. ჯეკ ნიკოლსონი უძლიერესია. ძალიან ძნელია ასე ზუსტად და ღრმად გადმოსცე ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მდგომარეობა".

3. "ნატვრის ხე" - "გიორგი ლეონიძის ნოველებზე აგებული აბულაძის მიერ გადაღებული უძლიერესი ქართული ფილმი. ქალის ყოფა მე-19 საუკუნეში. წმინდა სიყვარული და უფლებააყრილი ქალის გრძნობები. სესილია ხომ შეუდარებელია. ემოციის გარეშე არ ტოვებს მისი ბოლო ეპიზოდი".

4. "მონანიება" - "კვლავ თენგიზ აბულაძის ფილმი. ეს იყო გარდატეხა მე-20 საუკუნის კინოინდუსტრიაში. მახსოვს კილომეტრიანი რიგები მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა ქალაქში. ეს იყო წარსულის და აწმყოს სრული დაჯახება. თაობებს შორის ბრძოლა, შიშის, სიყვარულის, ჰუმანიზმის და ბოროტების შედარება. ახალი თაობის საშუალებით მომავლის დანახვა."

5. "შინდლერის სია" და "პიანისტი" "ორივე თითქმის იდენტურია. ორივე ებრაელ ხალხზე და მათ უმძიმეს ყოფაზეა, მეორე მსოფლიო ომის დროს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ფილმია. ღრმა შინაარსის. აქ არაჩვეულებრივად ჩანს ბრძოლა არსებობისთვის და ადამიანების თავგანწირვა. ამ ფილმებზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი".

 

"ჩემ ბავშობაში, გართობის საშუალება იყო წიგნი და ფილმი. ამას ვალდებულებაც ემატებოდა - სკოლაში, არდადეგების მერე აუცილებლად უნდა ჩაგებარებინა ანგარიში, თუ რა წაიკითხე. მაშინ ერთმანეთს არა "აიფონებით" და ძვირადღირებული ტანსაცმლით, არამედ წაკითხული წიგნებით და ნანახი ფილმებით ვაწონებდით თავებს. მეტი სითბო და სიყვარული იყო", - იხსენებს გორის მერის მიადგილე. 

 

ეკატერინეს საყვარელი წიგნების ხუთეული ასეთია: 

 

1. "დათა თუთაშხია" - "ჩემი სამაგიდო წიგნია. სამჯერ წავიკითხე. ასაკის ყველა პერიოდში და სამჯერვე სხვადასხვანაირად აღვიქვი. ყველა სიტყვაში სიბრძნეა. ზეპირად არის სასწავლი. ცხოვრების გაკვეთილია. უნიკალური ნაწარმოებია, თუმცა მისი მეორე წიგნი "გორა მბორგალი" არც თუ ისე მომეწონა."

2. "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" - "ოთარ ჭილაძის ეს წიგნი არანაკლებ მიყვარს. ყველა სიტყვა საზეპიროა. უფრო ბიბლიაზე აგებული ნაწარმოებიაა - რწმენა, მოყვასის სიყვარული".

3. "მარტოობის 100 წელი" - "მარკესის ამ წიგნის სიუჟეტი ძალიან გავს ქართულ ყოფას. მასში ყველაფერია ნათქვამი".

4. "მე ვხედავ მზეს" და "მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი" - "ზოგადად, შეუდარებელია ნოდარ დუმბაძე. იუმორი. ერთგულება. სიყვარული და ტკივილი ერთმანეთთან ისე ლამაზად და კარგად არის შერწყმული, მხოლოდ დადებით ემოციას იწვევს. მეგობრობა ხომ სამაგალითოა. ერთმანეთზე ზრუნვა განსაკუთრებული"

5. "წარმატების სტრატეგია" - "ბოლოს ეს წიგნი წავიკითხე. ბევრი ცხოვრებისეული მაგალითია აღწერილი და ბევრ საკითხზე დაგაფიქრებს".

 

"კიდევ მყავს საყვარელი მწერლები. მაგალითად, მილან კუნდერაა ძალიან საინტერესო მწერალი, პრაღის ისტორიას გადმოსცემს არაჩვეულებრივად. კიდევ მარიო ვარგას ლიოსა მომწონს. ძალიან კარგად წერს სიყვარულზე და მისი წიგნები ბესტსელერია", - ამბობს გორის მერის მოადგილე. 

 

 

 

Read 1578 times Last modified on კვირა, 03 თებერვალი 2019 10:30

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი