წარმატებები, რომლებსაც გორის თეატრმა 10 წელში მიაღწია

ჭრელი ამბები Written by  პარასკევი, 08 თებერვალი 2019 08:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის მიღწევებზე რადიო “მოზაიკას“ მსახიობი კახა ბერიძე ესაუბრა.

 

“თეატრის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და ეს განაპირობა ბოლო 10 წელმა, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. როდესაც თეატრში სოსო ნემსაძე მოვიდა, თეატრში მოვიდა უწყვეტი წარმატებაც.“

ექსპერიმენტული სცენა “მესამე სივრცე“ თეატრში 2015 წელს გაიხსნა - სივრცე რეჟისორებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ნებისმიერი შემოქმედებითი იდეა, ექსპერიმენტი თუ ინოვაცია. სივრცე 70 მაყურებელს იტევს. თეატრის მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ “მესამე სივრცე“ ჩეხოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით “ალუბლის ბაღი“ გახსნა.

“მესამე სივრცის გახნას ცოტა სკეპტიკურად უყურებს ჩემი თაობა, მაგრამ იმდენად აქტუალური და მოთხოვნადი გახდა, რომ ვერ წარმოვიდგენდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამივე დარბაზი ათვისებულია. რა ფუნქციაც აქვს თეატრს ,რომ გაიზარდოს მაყურებელი, ამას ზუსტად ასრულებს და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“. 

alublis baRi 10 weli goris teatri

გორის თეატრში “კომედიის ფესტივალის“ ჩამოყალიბდა - 2014 წელს, სოსო ნემსაძის ინიციატივით, გორის თეატრმა “კომედიის ფესტივალს“ პირველად უმასპინძლა.   უკვე 5 წელია მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადსხვა თეატრის რეპერტუარს და მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში.

“ხუთი წელია გორის თეატრი კომედიის ფესტივალს მასპინძლობს, ეს ძალიან სწორი გათვლაა და დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ჟანრი არის ძალიან რთული. სულ ოთხი კომედიური ფესტივალი არსებობს მსოფლიოში. ერთ -ერთი ჩვენია“, - გვითხრა კახა ბერიძემ

გორის თეატრში დიდი სცენა განახლდა - ათწლეულების მანძილზე დიდი სცენა არ ფუნქციონირებდა. განახლებული სცენა 2013 წელს გაიხსნა. მას შემდედ დიდ სცენაზე არაერთი წარმატებულის სპექტაკლი დაიდგა.

1 yvaryvare goris teatri bolo 10 weliii

 

ჩამოყალიბდა თოჯონების თეატრი - აქ ელენე მაცხონაშვილის ხელმძღვანელობით წარმოდგენები პატარა მაყურებლისთვისაც იმართება.

“თეატრისთვის მნიშვნელოვანია, პატარა ასაკიდან გაიზარდოს მაყურებელი. ამისათვის გენიალური საშუალებაა თოჯინების თეატრი. იყო მცდელობა 90 - იან წლებში გაგვეკეთებინა, მაგრამ შედეგამდე ვერ მივედით. როგორც კი მოვიდა პროფესიონალი ელენე მაცხონაშვილი, დაიდგა თოჯინური სპექტაკლი პროფესიულ დონეზე.“

tojinebis teatri goriii bolo 10 weliii

კახა ბერიძეს თეატრის ერთ-ერთ დიდ წარმატებად სპექტაკლი “დანტონი“ მიაჩნია, რომელიც 2014 წელს გორის ქალთა კაპელასთან ერთად დაიდგა.

“70 - მდე კაცი იდგა სცენაზე, ათვისებული გვქონდა ყველა კუთხე, კულისები. ამ სპექტაკლის შემდეგ სოსო ნემსაძემ მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის. ამ პერიოდში, ჩვენთან გაიცა ბევრი პრემია, რაც დიდი ხნის მიძინებული იყო“, - ამბობს მსახიობი.

dantoni goris teatri bolo 10 weli

გორის თეატრში 2013 წელს დაიდგა სპექტაკლი “საწვავი“, რომელმაც უკრაინაში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა.

“ამ სპექტაკლში სამი მსახიობი ვართ, სამივემ მივიღეთ უმაღლესი ჯილდო. შემდეგ იყო “ალუბლის ბაღი“, რისთვისაც გრამპრი ავიღეთ სოსომ ასევე ახმეტელის პრემია მიიღო, გრამპრი, გამოვლინდნენ საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები.“

მსახიობის თქმით, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, თეატრის წასრმატებები გაგრძელდა. დავით ჩხარტიშვილი გორის თეატრს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მოღვაწეობის პერიოდში,  თეატრმა მიიღო "წინანდლის პრემია" და "დურუჯი".

Read 676 times Last modified on პარასკევი, 08 თებერვალი 2019 09:04

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი