2000-იანების გორელი წარმატებული მომღერლები

ჭრელი ამბები Written by  კვირა, 10 თებერვალი 2019 12:08 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო წლებში, გორის სახელმა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში გაიჟღერა. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ამ კონკურსებში გორის სახელით მონაწილეობდნენ. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ იმ ადამიანების და ჯგუფების ჩამონათვალს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქის პოპულარიზაციაში. 

გორის ქალთა კამერული გუნდი

გუნდი 1970 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატის, შალვა მოსიძის და გუნდის დირექტორის სანდრო კაჭარავას მიერ. გუნდი არაერთი საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეანტია და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში. მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

2013 წლიდან გუნდს თეონა ცირამუა ხელმძღვანელობს. ქალთა კაპელას ისტორია უამრავ წარმატებას იტევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ტიტულები, კონცერტები და ტურნეები დღემდე აქტიურად გრძელდება. მათი ერთ-ერთ ბოლო წარმატებული პროექტი მომღერალ ქეთი მელუასთან ერთად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ტურნეები მოეწყო. 

qalta kapelaaaa

 

გურამ პაპუაშვილი

გურამმა მუსიკალური განათლება ვანო მურადელის სახელობის #1 სამუსიკო სკოლაში მიიღო. სცენაზე პირველად 5 წლის ასაკში გამოვიდა. 

„პირველი ჩემი სიმღერა, რომელიც სცენაზე შევასრულე, პატრიოტულ თემაზე იყო შექმნილი. ამის შემდეგ იყო მრავალი წარმატება, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.“

გურამმა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსში II საპრიზო ადგილი და საუკეთესო ვოკალისტის წოდება მიიღო. ასევე, გახდა თბილისის საერთაშორისო საესტრადო სიმღერის კონკურსში, გოგი დოლიძის სპეციალური პრიზის მფლობელი. 1998 წელს ბულგარეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ფესტივალში ოქროს მედალი მიიღო.

„ასევე იყო მრავალი კონცერტი, ფესტივალი და კონკურსი, რომელშიც სისტემატურად ვღებულობდი მონაწილეობას, რომელთაგან გამოვყოფდი ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად ცნობილი გორელების ხსოვნის საღამოზე გამოსვლას, ლია ელიავას ხსოვნის საღამოს და გიგა ლოქთქიფანიძის საღამოზე შესრულებულ ბიძინა კვერნაძის სიმღერას ფილმიდან „დათა თუთაშხია“. ასევე, ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში შევასრულე მუსიკალური ნომერი ნანი ბრეგვაძის საღამოზე.“

2005 წელს მონაწილეობდა კონკურსში „ნუცას სკოლა“-ში, სადაც II ადგილი დაიკავა. 2006 წელს დათო გომართელთან ერთად მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროექტში „იმედის ტალღა“.

„2007 წელს მონაწილეობა მივიღე სატელევიზო პროექტში „ჯეოსტარი“. 2010 წელს სატელევიზიო პროექტ „ბრავო“-ში მონაწილეობით, დროებით ავიღე შესვენება მუსიკალურ ასპარეზზე, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები.“

guramiko papuashviliiii momgeraliiii

 

 

ბესო ნემსაძე

ბესო ერთი წლის ასაკში უკვე მელოდიებს ღიღინებდა. მუსიკალური განათლება არ მიუღია. მისი ერთადერთი მასწავლებელი ამ მიმართულებით დედა, მაია ნემსაძე იყო. ბესომ რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. 2013 წელს გახდა ბელორუსიაში გამართული საერთაშორისო კონკურსის" Золотой шлягер" გამრჯვებული. ასევე, 2015 წელს, უკრაინაში „იქს ფაქტორის“ ფინალისტი და 2019 წელს მოხვდა „საქართველოს ვარკვლავის“ ათეულში.

besiko nemsadze gori da chiri


ოთო ნემსაძე

დედის თქმით, ოთო რვა თვის ყოფილა, როცა დილიძის სიმღერა წაუღიღინებია. 5 წელი დადიოდა მუსიკაზე, თუმცა არ დაამთავრა და გამოვიდა. ამის შემდეგ, დედასთან და ძმასთან ერთად გააგრძელა საკუთარ ხმაზე მუშაობა. მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში. არის „ჯეოსტარი 2010“-ის გამარჯვებული. 2012 წელს გაიმარჯვა კონკურსში „ბრავო“. მეორე ადგილი დაიკავა 2016 წელს, კონკურსში „ერთი ერთში“. ამჯერად კი მონაწილეობს „საქართველოს ვარსკვლავში“. მისი მხარდაჭერა შესაძლებელი ნომერზე: 0 903 300 307.

oto nemsadze da misinabei

 

თინათინ ჭულუხაძე

თინათინ ჭულუხაძე 6 წლის იყო, როცა მისი ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩაბეთში გადავიდა საცხოვრებლად. მთელი ბავშობა იქ გაატარა. როგორც თავად ამბობს, ეს ყველაზე ლაღი წლები იყო.

„მუსიკალური მიღწევების და მრავალგზის ფესტივალებში გამარჯვების შემდეგ, მშობლებმა გადაწყვიტეს კვლავ თბილისში გავეგზავნე სასწავლებლად. მე-8 კლასიდან თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში განვაგრძე სწავლა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩემი ოჯახი მეორედ გახდა დევნილი საკუთარ ქვეყანაში (1991 წელს ცხინვალიდან გამოგვაძევეს). ჩემი ოჯახი დასახლდა ქ. გორში, მე კი სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე.“

თინათინი მღეროდა ანსამბლში "ლომჭაბუკი" სოლისტ გოგონად. ასევე ანსამბლში "მაჩაბელა" იყო ინდივიდუალური შემსრულებელი.

„12 წლის ასაკში პირველად გავემგზავრე საზღვარგარეთ. კერძოდ, იტალიაში მსოფლიო ფოლკლორის დღეებზე და წარმატებით დავბრუნდი. ვარ გრანპრისა და უამრავი პირველი ადგილის გამარჯვებული სხვადასხვა ფესტივალებსა, კონკურსებსა და დელფიადებში“.

თინათინმა 2006 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ პროექტში " ჯეოსტარი". ამჟამად, მღერის ანსამბლებში "ლიახვი" და „ორველა“. წერს ახალ სიმღერებს და აქვს უამრავი საინტერესო გეგმა.

tinatini chulukhadzeee momgerali

გიორგი ნადიბაიძე

გიორგი მუსიკალურ ასპარეზზე პროექტით ,,ახალი ხმა’ გამოჩნდა და პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა. ასევე, მონაწილეობა პროექტში "ახალი ტალღა", სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.  2012 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში "საქართველოს ვარსკვლავი", სადაც მეორე ადგილზე გავიდა. 

giorgi nadibaidzeeeeee fotooo

 

გორის გოგონათა გუნდი 

გუნდი ჩამოყალიბდა 2006 წელს. იდეა ეკუთვნოდა შალვა მოსიძეს, რომელიც სულ ამბობდა, რომ ბავშვი მცირე ასაკიდან უნდა ეზიაროს ჭეშმარიტ ხელოვნებას და პატარაობიდანვე უნდა დაეუფლოს იმ ყველა უნარ-ჩვევებს, რაც გუნდის მომღერლისთვის არის საჭირო.

„ბედნიერი ვარ, რომ მან მე მომანდო ეს საპასუხისმგებლო საქმე. ჩამოყალიბდა გუნდი. დავიწყეთ რეპეტიციები და 1 წლის თავზე პირველი კონცერტიც გავმართეთ კონსერვატორიის მცირე დარბაზში. აქედან დაიწყო გუნდის აქტიური საკონცერტო გამოსვლები“, - ამბობს გუნდის ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.

გორის გოგონა გუნდი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და პრიზი, რომელთაგან გამოარჩევენ საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ჩატარებულ ბავშთა და ახალგაზრდული კოლექტივების კონკურსზე მიღებულ 1 ადგილს და ოქროს მედალს. ამავე კონკურსზე გუნდმა 2-ჯერ აიღო გრანპრი.

„ასევე გრანპრის მფლობელები გავხდით ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის კონკურსზე. სომხეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე ავიღეთ 1 ადგილი და ოქროს მედალი. მე მიღებული მაქვს საუკეთესო ქორმაისტერის წოდება, გუნდს კი საუკეთესო საგუნდო კოლექტივის წოდება“, - ამბობს ნინო.

გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვანია კონცერტები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერტად ნიკოლოზ რაჭველის დირიჯორობით. მეტად ემოციური იყო თითოეული გუნდის წევრისთვის კონცერტები, სადაც მათთან ერთად დიდ სცენაზე იდგნენ მსოფლიო მნიშვნელობის შემსრულებლები: გიდონ კრემერი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე და სხვა.

გუნდისთვის მეტად ნაყოფიერი იყო შემოქმედებითი ურთიერთობები კომპოზიტორ გია ყანჩელთან.

„ჩვენ შევასრულეთ მისი რამდენიმე ქმნილება, რომელთაგან განსაკუთრებით გვიყვარს და გვეამაყება ნაწარმოები "დედა ენა", რომელიც კომპოზიტორმა ჩვენი გუნდისთვის შექმნა. უდიდესი ბედნიერებაა და პასუხისმგებლობა, როდესაც ბუმბერაზი კომპოზიტორის ხელნაწერ პარტიტურაზე ამოიკითხავ: ვუძღვნი გორის ბავშვთა გუნდს და ჩემს შვილიშვილებს."

გუნდის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა პროექტმა „იქს ფაქტორმა“, სადაც გუნდი ფინალში გავიდა.

gogonebi grelebiskhsahkdjhskjhsjakhf

 

ხატია ხუციძე

ხატი ხუციძე დაიბადა 2003 წლის 7 მარტს. მუსიკალური განათლება არ მიუღია. მას წარმატებას სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში უკვე მიაღწია. 2017 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,,იქს ფაქტორი". საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ბევრ ფესტივალში გაიმარჯვა.

jariskaci gogo xatia

 

გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი დაიბადა 1985 წლის 10 ოქტომბერს გორში. დაამთავრა შოთა მილორავას სახელობის საესტრადო-საცირკო სასწავლებელი. 2008 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კონოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2003 წლიდან არის ჯგუფ ,,VIVO’’-ს წევრი. 2008 წელს ,,ჯეოსტარის’’ გამარჯვებული გახდა, 2010 წელს ჩაწერა პირველი სოლო ალბომი "მისმინე მე". 2011 წლიდან კი არის თბილისის მერიის ჯაზ ბიგ-ბენდის სოლისტი.

suxitaaaa ar daidaddldl

 

Read 2079 times Last modified on კვირა, 10 თებერვალი 2019 12:47

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი