Print this page

წიგნები, რომლის წაკითხვასაც გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გვირჩევს

ჭრელი ამბები Written by  კვირა, 24 თებერვალი 2019 11:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. რადიო „მოზაიკამ“ ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარ რჩეული წიგნების ხუთეულის გაზიარება გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ტერმაკოზაშვილს სთხოვა.

„ძალიან ძნელია გამორჩევა, მაგრამ არის წიგნები. რომლებსაც დროდადრო ვუბრუნდები“, - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისი რჩეული წიგნების ხუთეული ასეთია:

შოთა რუსთაველის " ვეფხისტყაოსანი";
ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაური“;
გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი";
ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას";
ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა".


საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე უკვე მეოთხედ აღნიშნება. ამ დღის ოფიციალური პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,,LitWorld’’’-ია. დღევანდელ დღეს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები, წიგნის პოპულარიზაციას და მისი აქტუალურობის გაზრდას ემსახურება.

,ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!’’ - ეს გახლავთ წიგნის საჯაროდ კითხვის დღის ლოზუნგი. მისი ავტორი ამერიკელი მწერალი და წიგნების ექსპერტი პემ ალანია - ქალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვების წიგნიერებისთვის ბრძოლის საქმეში, იგი აშშს თან ერთად მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში მუშობდა და სწორედ პემ ალანი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,,LitWorld’’’-ის დამფუძნებელი და წიგნის კითხვის დღის დაწესების ინიციატორიც.

რადიო „მოზაიკა“ გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ამ საკითხზეც ესაუბრა. კითხვაზე, რა წიგნების წაკითხვას ურჩევდით ახალგაზრდებს, ნანა ტერმაკოზაშვილმა ასე გვიპასუხა:

„მოსწავლებს საერთოდ კითხვას ვურჩევ. არ მიყვარს ე.წ. მასთ რიდ წიგნების დასახელება, მაგრამ მგონია, რომ არიან ავტორები, რომელთა გარეშე არ უნდა გალიო ყმაწვილობის ასაკი“.

"პატარა უფლისწული", "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ანე ფრანკის დღიური", "თამაში ჭვავის ყანაში", „ფრანით მორბენალი" - ეს იწ წიგნებია, რომელთა წაკითხვასაც ტერმაკოზაშვილი ახალგაზრდებს ურჩევს.

მისი თქმით, ბავშვები თანამედროვე ავტორებს კითხულობენ, რაც ძალიან მოსწონს.

ინფორმაციისთვის, პირველად წიგნი გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. გერმანელი იოჰან გიუტენბერგი (1400-1468) წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება, გიუტენბერგის პირველი ნაბეჭდი წიგნი ,,ფრაგმენტი განკითხვის დღისა’’ (1445) უნდა იყოს. 1455 წელს კი გიუტენბერგმა 180 ეგზემპლარად ბიბლია გამოსცა. თუმცა ისტორიას, წიგნების ბეჭდვის ბევრი განსხვავებული მეთოდი ახსოვს.

ქრ. შობიდან 175 წელს ჩინეთის სამეფო კარის სწავლულები მნიშნველოვან განკარგულებებს, ისტორიულ ცნობებს და ლექსებს ქვის ფირფიტებზე წერდნენ, მომავალი თაობებისთვის გადასაცემად. ცნობილია ასევე ეგვიპტელების მიერ პაპირუსისგან დამზადებულ ქაღალდზე ნაწერი წიგნები. ეგვიპტელები მელნით წერდნენ, რომელსაც წყლისა და წებოსთან შერეული ხის ნახშირისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ცხოველის ტყავის პერგამენტი, რომლისგანაც ეტრატს ამზადებდნენ. ეს მეთოდი პაპირუსს იმით ჯობდა რომ ეტრატზე ორივე მხრიდან იწერებოდა. ქაღალდის პირველი ნიმუში ჩვენსწელთაღრიცხვამდე პერიოდში ჩინეთშია აღმოჩენილი. ევროპელებმა ქაღალდის დამზადების ტექნოლოგია არაბებისგან გადმოიღეს.

ნაწერი და შემდეგ უკვე ნაბეჭდი სახით ინფორმაციის გავრცელება ხელს უწყობდა როგორც ინფორმაციის გავრცელებას, ასევე მნიშნვნელოვანი მოვლენების მომავალი თაობებისთვის გადაცემას და ცოდნის მიღებას.

Read 1688 times