იმოგზაურე, სადაც ცხოვრობ - ახალგაზრდა წყვილის ვიდეო გორზე

ჭრელი ამბები Written by  ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 08:10 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"იმოგზაურე, სადაც ცხოვრობ" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო მნახველს გორის ზედა ხედიდან ქალაქის სიღმეში მიუძღვება.

გიორგი ხელაშვილმა და მარიამ სეხნიაშვილმა ვიდეოს გადაღებისთვის გორში ერთი კვირა გაატარეს.

giorgi da mariami video

"მარიამი გორიდან არის, მე რუსთავიდან და როცა ეს პროექტი "იმოგზაურე, სადაც ცხოვრობ" დავიწყეთ, ჩვენი სურვილი იყო სწორედ ჩვენი ქალაქები გადაგვეღო პირველად", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გიორგიმ.

ის და მისი ახალგაზრდა მეუღლე დრონით გორის კადრებს ერთი კვiრის განმავლობაში იღებდნენ. გიორგი იხსენებს, რომ გადაღებები ზამთრის პერიოდს დაემთხვა და უამინდობის გამო ხშირად ხელი ეშლებოდათ.

giorgi da mariami video goir

"ზამთრის მიწურული იყო, საკმაოდ ციოდა და გადაღებისას ეს ყველაფერი დიდ დისკომფორტს გვიქმნიდა, რადგან გადაღებები ძირითადად დილის საათებში მიმდინარეობდა. დილის საათებში იმიტომ, რომ ამ დროს იყო ჩვენთვის სასურველი განათებაც და უქარო ამინდიც. უქარო ამინდი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო გადაღებისას, რადგან დრონს სხვა შემთხვევაში ვერ ვაფრენდით".

გიორგიმ და მარიამმა გადაღებული მასალა 4 დღეში დაამონტაჟეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ამ დროისთვის YOUTUBE-ზე ატვირთულ ვიდეოს 12 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

 

Read 523 times Last modified on ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 08:31

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი