Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 15:38

გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობისა და გარე პერიმეტრის მოვლა - დასუფთავების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული მომსახურებისთვის უწყებამ 100 000 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოახდინოს.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დასუფთავების კომპანიის მომსახურებაში, შენობის გარე პერიმეტრზე არსებული სკვერისა და ეზოს დასუფთავებაც შედის.

"საოფისე ფართის დასუფთავება განხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე 08:50-მდე ყოველ დღე. დასუფთავების ობიექტს ყოველდღიურად მოემსახურება არანაკლებ 10 მომსახურე პერსონა, მათშორის ყოველდღიურ მითითებებს და რეგულარულ კონტროლს მიმწოდებლის მხრიდან განახორციელებს მენეჯერი (პასუხისმგებელი პირი) და ყოველდღიურად იმორიგევებს 2 მორიგე დამლაგებელი 10:00 - 18:00სთ. მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი) ერთი თვის დარიცხული ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 375 ლარს, ხოლო მენეჯერის არანაკლებ 437, 50 ლარი , ",  - წერია დოკუმენტაციაში.

მიმდინარე წელს ანალოგიური მომსახურებისთვის მერიამ 77 400 დახარჯა. სამუშაოები კი კომპანიამ "სისუფთავის სერვისი" შეასრულა.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საერთო ფართი - 4 415 კვ.მ- ია.შენობა 5 სართულსა და სარდაფს მოიცავს; შენობაში 21 სველი წერტილია (24 ნიჟარა, 26 უნიტაზი, 9 დუშკაბინა).

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1946 times