ჭრელი ამბები
ჭრელი ამბები

ჭრელი ამბები 127

 

ზვიად ზვიადაძემ, რომელიც 25 წელია ეტლით მოსარგებლეა, გადაცემაში "სოციუმი“ შშმ პირების ცხოვრებაზე, სირთულეებსა და პრობლემებზე საუბრისას ყურადღება საზოგადოების მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაზე გაამახვილა:


ჩვენს ერს, ქვეყანას, აქვს სერიოზული პრობლემები ერთიანობის, მენტალობის, პროგრესის თვალსაზრისით“, - თქვა მინდია გოდერძიშვილმა რადიომოზაიკასყოველკვირეულ გადაცემაში "ფორთოხალი".


,,არ მომწონს სპორტის გაკვეთილები, რადგან არ გვათამაშებენ ისეთ თამაშებს, როგორიცაა ჩოგბურთი, ფეხბურთი. განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა, ადვილიცაა და თან ტვინს ავარჯიშებს. მაქვს ბევრი ჰობი: ფორტეპიანოზე დაკვრა, ცეკვა, სიმღერა, წიგნების კითხვა და ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული", -  თქვა გორის მე - 2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ მარიამ მოდებაძემ გადაცემაში ,,საუბრები“.


,,საქართველოში წიგნიერების პრობლემა არის და ეს კვლევებმაც დაადასტურა", - თქვა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ია ბჟალავამ გადაცემაში ,,სოციუმი“.


"წიგნის კითხვის შეყვარება ადვილი არ არის, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ყველა ბავშვთან და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მე ოთხი შვილი მყავს და წიგნთან დამოკიდებულება ოთხივეს განსხვავებული ჰქონდა, შესაბამისად წიგნის შესაყვარებლად ოთხივესთან განსხვავებული მიდგომა დამჭირდა", - თქვა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ია ბჟალავამ გადაცემაში "სოციუმი".


,,ქრისტიანობა საქართველოში შემოვიდა სისხლითა და მახვილით და ამას არ უნდა უმალავდეს ვინმე ვინმეს. მე ათეისტი არ ვარ და არც ერთ შემთხვევაში არ ვაკნინებ წმინდანთა დასის ღვაწლს, მაგრამ მინდა, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ზოგ შემთხვევაში, მორწმუნეები საკუთარი მოსაზრებების თქმას რომ ერიდებიან, ეს ცუდია. ეს ხომ ბრმადმორწმუნეობაა და სხვა არაფერი? მე რომ დავიბადე, მომნათლეს, გავხდი ქრისტიანი და მაქვს უამრავი კითხვა, ვიღაცამ არ უნდა მითხრას, ეს კანონიკურია და შეიძლება ისწავლო, ის კი არაკანონიკურია და არ უნდა წაიკითხოო“, - თქვა ირაკლი მირუაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“.  


„მარტივი არ არის ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, როდესაც თითოეული დღე მიმართულია იმისკენ, რომ გადარჩნენ“, - თქვა შმაგი ხუბულურმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


"საქართველოს გაქრისტიანება მარტივად არ მომხდარა და ასე ნუ ვიტყვით, რომ წმინდა ნინო შემოვიდა, სასწაულებრივი ძალით მოახვია მეფე მირიანს ქრისტიანული აღმსარებლობა და მირიანმაც მზის დაბნელებით შეშინებულმა აღიარა ქრისტიანობა. ეს ასე ნამდვილად არ იყო“, - თქვა ისტორიკოსმა ირაკლი მირუაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“. 


„განათლებული საზოგადოება აყალიბებს კულტურას, აყალიბებს იმ წეს - ჩვეულებას, რაც შემდეგ უკვე სახელმწიფოებრიობას ამყარებს“, -  თქვა შმაგი ხუბულურმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


"უკვე 27 - ე წელია თეატრში ვარ და ვაცმევ ჩემს მსახიობებს და არა მარტო მათ", - თქვა მუსიკოსმა და მსახიობმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".


გვერდი 5 სულ 10

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი