Back to Top
ჭრელი ამბები
ჭრელი ამბები

ჭრელი ამბები (146)

"ბიისის ჩანჩქერის განვითარების იდეა კლიპად ჩამოვაყალიბეთ ოთო გვრიტიშვილის დახმარებით და გავავრცელეთ ინვესტორების მოსაზიდად. აქ დიდი პოტენციალია ამ ტერიტორიის საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად  გადაქცევისთვის", - თქვა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გადაცემაში ,,საუბრები“. 

Comment

„გორი ნამდვილად არის ტურისტული ქალაქი და ტურისტების რაოდენობა იმატებს. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 3 აგვისტომდე 318 245 ტურისტია გორში შემოსული. შედარებისთვის, გასული წლის მონაცემებით, გორს მთელი წლის განმავლობაში 280 551 ტურისტი სტუმრობდა“, - თქვა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გადაცემაში ,,საუბრები“. 

Comment

„გარდატეხის ასაკში მჯეროდა, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰყვარებოდა მეორე ადამიანი“, - ისაუბრა იამზე გოჩაშვილმა რადიო "მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

Comment

„რელიგია იმიტომ არის ისტორიული, იმიტომ შემოგვრჩა და მოვიდა აქამდე, რომ მას აქვს საკუთარი  პრინციპები და ჩემთვის ეს პრინციპები არის პატივსაცემი", - თქვა იამზე გოჩაშვილმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

Comment

,,გენდერული სტერეოტიპებით არასდროს მიცხოვრია და მივიჩნევ, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ეს დამოკიდებულება პატარაობიდანვე ჩამომიყალიბდა რადგან ოჯახში ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც თანასწორობა სუფევდა", - თქვა რუსუდან ოქროპირიძემ გადაცემაში "საუბრები“.

Comment

,,ქორწინებამდე ქალის შერჩევა მნიშვნელოვანი პროცესი იყო, რაშიც ჩართული იყო ვაჟის დედა, უფროსი რძალი, ვაჟის ძმა და თავად ვაჟიც. ამას ქალის გაჩხრეკვას ეძახდნენ", - თქვა ეკა ილარიშვილმა გადაცემაში "სოციუმი“.

Comment

,,ძველად ქართლში ქალ - ვაჟის დაქორწინება ძირითადად გარიგების საფუძველზე ხდებოდა", - თქვა ეკა ილარიშვილმა გადაცემაში "სოციუმი".

Comment

"ჩემი ოცნებაა, სპექტაკლისთვის დავწერო მუსიკა", - თქვა გიტარისტმა და ჯგუფ "კანუდოსის" დამფუძნებელმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი"

Comment

"მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, თვითონ ჯაზის სამყაროშიც ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არავის ვგავართ, ეს არის ჩვენი ნიშა. არავის მუსიკას და მიმდინარეობას არ ვიმეორებთ”, - თქვა გიტარისტმა და ჯგუფ "კანუდოსის"დამფუძნებელმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

Comment

"ძალიან ბევრი რეგულაციაა, რომლებიც არის თავისუფლების მუხრუჭი “, - თქვა ლექსო მერებაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

Comment