25445896 1912551958774506 993700920177156088 n  გვანცა არის „მოზაიკას“ დირექტორი და მთავარი რედაქტორი.
ის პროფესიით ჟურნალისტია და როგორც მისი რეზიუმე ამბობს, პროფესიული საქმიანობა 2011 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ გვანცა აქტიურად თანამშრომლობს როგორც მედია, ისე არასამთავრობო სექტორთან.


ყველაზე წარმატებულ წლად გვანცა 2017 წელს მიიჩნევს, რადგან სწორედ ამ წელს მოიპოვა, UEMM -ის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. პრიზის ფარგლებში, გვანცა ერთი თვის განმავლობასი სტაჟირებას გადიოდა ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ (IWPR). ამავე წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ ფესტივალში „ ინსომნია“ და გახდა ლიტერატურული კონკურის "წერო 2017" ფინალისტი. გვანცა ასევე არის "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის"(NIMD) ჯილდოს "დემოკრატიის ლიდერი 2016“ მფლობელი.

გასული წლის წარმატებებიდან გამორჩეული მნიშვნელობისაა ის რამდენიმე პროექტი, რომელთა ავტორი და ხელმძღვანელიც თავად იყო. მათ შორისაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „განათლება ცვლილებებისთვის“ და „European Endowment for Democracy“ (EED) მიერ მხარდაჭერილი პროექტი „თემის ხმა“
გამოცდილების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გვანცა იმყოფებოდა ისრაელის, პალესტინის და პოლონეთის მედია საშუალებებში. აგრეთვე, ერევანსა და თურქეთში, აფხაზ, ოს, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა აქვს მიღებული კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის გაღრმავების პროცესში მედიის როლის მნიშვნელობაზე გამართულ დისკუსიებში.

გვანცა არის „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებული.

 
25507966 1912551798774522 1380726485559011391 n  ნინო „მოზაიკას“ ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელია.
მან პროფესიული საქმიანობა 2005 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი 2015 წელს სწორედ ნინო გახდა. პრიზის ფარგლებში, მან ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ორი კვირის მანძილზე, ნინო სტაჟირებას პოლონეთის მედიასაშუალებებშიც გადიოდა.

ის ასევე არის გორის დემოკრატიის სკოლის აქტიური კურსდამტავრებული, ამ ორგანიზაციის ეგიდით, ნინო ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც თემით ,,რელიგია და დემოკრატია" კაიროში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

მისი ინტერესის სფეროა კონფლიქტებისა და მისი თანდევი შედეგების გაშუქება. როგორც ამ სფეროში საინტერესო გამოცდილების მქონე ჟურნალისტი, ცხინვალელ კოლეგებთან ერთად, ორჯერ მონაწილეობდა კოსოვოსა და მოლდოვაში, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებში.

lika

ლიკა მშვიდობიან დღეს „მოზაიკას“ მსმენელებს ხშირად გისურვებთ. ის რადიოში დილისა და საღამოს პროგრამების წამყვანად მუშაობს. პროფესიით ისტორიკოსი, საკუთარ თავზე თქვენთვის სასიამოვნო განწყობის შექმნასთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო რუბრიკების მომზადებასაც იღებს.

მის უკეთ გასაცნობად, თუ რომელიმე თქვენგანი, მაინცდამაინც იმას ჰკითხავთ, რაზე ოცნებობო, ლიკა გიპასუხებთ, საკუთარი სახლი მინდაო, რომელიც ლიტერატურული კაფის ფუნქციასაც შეითავსებს და ადამიანებთან ხელოვნებაზე საუბრის პარალელურად, ვისკის მოწრუპვის საშუალებასაც მომცემსო. აი, თუ რომელიმე კუთხეში ჯაზ-ბენდიც დაუკრავს, მთლად ცხონება იქნებაო.

აქვე, არც ის დავივიწყოთ, რომ ლიკა „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულია.


ნატია

  ნათია გადაცემის „სოციუმი“ ავტორი და წამყვანია. შესაბამისად, ის „მოზაიკის’ ეთერიდან კვირაში ერთხელ მოგესალმებათ და საკუთარ სტუმართან ერთად, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების და საჭიროებების გამოკვეთას შეეცდება. მისი გადაცემა დროდადრო შეგვახსენებს, რომ მულტიკულტურულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რომ თემის თითოეული წევრის უფლებების დაცვა დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა.

აქვე, ნათია პროფესიით ჟურნალისტია. ის ამ სფეროში 1994 წლიდან მუშაობს. ნათია ასევე არის „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებული.


ტამართამარის ხმას ჩვენს ეთერში ხშირად მოუსმენთ. ის ჩვენთან გადაცემის წამყვანად მუშაობს. ამბობს, რომ რადიო მისი პირველი სიყვარულია. ცოტა პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ინტერესებზე თუ ჩამოუგდებ სიტყვას, გეტყვის, ყველაზე მეტად ახალი ადამიანების გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა მიყვარსო. შეიძლება იხუმროს კიდეც, რომ ქუჩაში ადამიანები კი არა, დახურული წიგნები დადიანო. მეგობრებზე თუ ჰკითხავ რამეს, ყველაზე ერთგულ მეგობრად მუსიკას დაგისახელებს და არ უნდა გაგიკვირდეს. ფაქტი აქაც ჯიუტობს.

რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, თამუნას რადიოში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.

ის ასევე არის „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებული.


დემე  დიმიტრი „მოზაიკას“ ტექნიკური რედაქტორია, ანუ გვეხმარება, რომ ხმა მოგაწვდინოთ.

ის პროფესიით ფინანსისტია, თუმცა უკვე წლებია, ამ საქმისგან შორს დგას. ფოტო-ვიდეო გადაღება მომწონსო, ამბობს ხოლმე და იქვე აყოლებს, აი, მონტაჟი კი ჩემი საყვარელი საქმეაო.

მას თავისი საყვარელი ფრაზაც აქვს - „სხვისი არასოდეს გააგრძელო, შენი მიიყვანე ბოლომდე“, - და ჩვენ თუ გვკითხავთ, ეს პრინციპში ყველაზე მეტს მის ხასიათზეც ამბობს.

ხო, ისიც ვიცოდეთ, რომ დიმიტრი მალე "დემოკრატიის სკოლის" კურსდამთავრებული იქნება.



ნოდარ  ნოდარი "მოზაიკას" საინფორმაციო გამოშვების წამყვანია.

მას დამთავრებული აქვს თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პროფესიული საქმიანობა უმაღლესი განათლების მიღების პარალელურადვე დაიწყო. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებებში.

რა გიყვარსო თუ კითხავ, როკ-მუსიკა და მოგზაურობაო,გიპასუხებს. 

ჟურნალისტიკაზე თუ ჩაეკითხები, დაუფიქრებლად გაგიმხელს, რომ თავს ყველაზე უკეთ მაშინ გრძნობს, როცა მუშაობს. პრინციპში არც იმას დამალავს, რომ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის გარეშე სიკვდილი არ უნდა.


ლიკაჩვენს ეთერში იშვიათად მოისმენთ გადაცემებს, რომლებსაც მანამდე ლიკას ხელში არ გაუვლია. თქვენი ხმების გასუფთავება- გაშალაშინება საკუთარ თავზე აქვს აღებული.
ლიკა პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ყველაფერზე არც წერა უყვარს და არც საუბარი. საჭირო არ არის ხალხს მუდმივად ახსენო, რომ პრობლემები გვაქვსო, ამბობს ხოლმე და ყოველთვის მხოლოდ გასართობი გადაცემების წაყვანას თანხმდება.
ჩვენ კი ვუყურებთ და გვჯერა, რომ მისი იუმორი სამყაროს თუ არა, მის გარშემომყოფებს ნამდვილად გადაგვარჩენს.

 


ანათუ რადიო მიმღებს ჩვენს ტალღაზე მომართავთ, ანას ხმას ხან დილით მოისმენთ, ხან - საღამოს. ის "მოზაიკაში" გადაცემის წამყვანად მუშაობს. მის საავტორო გადაცემას კი "ფორთოხალი" ჰქვია. სახელმა არ დაგაბნიოთ, გადაცემა მოსმენად ნამდვილად ღირს.
ანა პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

ყველგან ამბობს, რომ თავს ყველაზე კომფორტულდ რადიოში გრძნობს. პრინციპში, ეს რომ არა, ჩვენთან რა ხელი ექნებოდა? არც არაფერი.

სურვილებს რაც შეეხება, ანას იტალიაში მოგზაურობა უნდა. აქვე ისიც უნდა იცოდეთ, რომ როგორც ყოფილი სპორტსმენი, სადაც შანსი ეძლევა, ყველგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტი ხდება.

ანა "დემოკრატიის სკოლის" კურსდამთავრებულია.


ana jebisashviliანა ჯებისაშვილი არის რადიო ,,მოზაიკას“ ფინანსური მენეჯერი. პროფესიით ანგლისტი-ამერიკანისტია, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან მცირე ხანს მუშაობდა. სამაგიეროდ, ჩვენდა საამაყოდ, ის სერტიფიცირებული პედაგოგია. ანა 2006 წლიდან საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. შესაბამისად, სამუშაო გამოცდილებაც მრავალფეროვანი აქვს.

იმასაც გეტყით, რომ თავისი წარსული სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე (საარჩევნო ოლქში 5 წელი მუშაობდა), უყვარს საარჩევნო თემებზე საუბარი. 2010 წელს ანა სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, ყირიმის ოლქში, როგორც IRI პროექტის გამარჯვებული. ანა არის NIMD დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული.

xatiaa

ხატია "მოზაიკას" ჟურნალისტი და გადაცემის წამყვანია. ის პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის მხოლოდ პროფესია არ არის. მუშაობით რომ არ ვიღლები, ყველაზე უკეთ მაშინ ვგრძნობ ამასო, გვეუბნება ხოლმე ამის დასტურად.

ხატიას ყველაზე მეტად წერა უყვარს. ის ფიქრობს, რომ სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვს და მათი დახმარებით ბევრი სასარგებლო საქმის კეთება შეიძლება.

v

ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი