საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წლის 12 მარტს მიიღო დადგენილება "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" სახით. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლითა და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-7 მუხლის საფუძველზე, მაუწყებლებს თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა დაევალათ.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ა(ა)იპ გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ შემუშავებული აქვს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც თნხვედრაშია მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ა(ა)იპ გორის სათემო რადიომ „მოზაიკა“ შექმნა დავის განმხილველი ორგანო, რომელიც არსებობს ორი ინსტანციის სახით: პირველი ინსტანცია - "კომისია" და მეორე ინსტანცია "სააპელაციო საბჭო".

დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ გორის სათემო რადიომ „მოზაიკა“ დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია, მიმართოს მაუწყებელს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.

საჩივრის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია თვითრეგულირების მექანიზმის სახელზე შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, დ. ბერუაშვილის ქ.#12, ან გაგზავნოს საჩივარი ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი