Print this page
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 17:02

წინასაახალწლო დღეები გორში, პანდემიის ფონზე

Rate this item
(0 votes)

გორში წინასაახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.

 

რიგები მაღაზიებთან, ხალხმრავლობა ქუჩაში, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა - ასეთია წინასაახალწლო გარემო გორში.

 

წელს მოსახლეობას პანდემიის ფონზე უწევს ახალი წლის აღნიშვნა. როგორია საახალწლო განწყობა გორში და როგორ აღნიშნავენ დამდეგ დღესასწაულს - ამ კითხვაზე ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა პასუხი აქვს.

 

გორში მცხოვრებ ლუსია თოდაძეს საახალწლო სუფრის გასაწყობად თანხა არ აქვს. ლუსია ამბობს, რომ თუ შვილმა არ წაიყვანა ამ დღეს მარტო შეხვდება.

 

 

 

“პენსიონერი ვარ, ჩემი ძირითადი შემოსავალი საკუთარი პენსიაა, ამ ასაკში და ამ ვირუსის დროს როგორ აღვნიშნო ახალი წელი, საშუალება არ გვაქვს. ჩემი გოგო თუ წამიყვანს თავისთან, ისე მე არაფრის გამზადებას არ ვაპირებ“, - ამბობს ლუსია თოდაძე.

 

ნათელა ბებო პენსიონერია, ის პანდემიის გამო ახალ წელს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს.

 

"გამოსული ვარ ცოტა - ცოტა რაღაცები რომ ვიყიდო ჩემი პენსიით. მართალია პანდემიაა, მაგრამ ახალ წელს ტკბილეულით ხომ მაინც უნდა შეხვდე. ოჯახთან ერთად შევხვდები, მივულოცავთ ერთმანეთს და ასე გავატარებთ სადღესასწაულო დღეებს, ასაკიანი ვარ, არც მე წავალ არსად და არც სხვა არ მოვა, უნდა გავფრთხილდეთ" , - თქვა ნათელა ბებომ.

 

ზაირა ოჯახს გარე ვაჭრობით არჩენს, როგორც ის ამბობს რეგულაციების გამო ძალიან გაუჭირდა და არც ფული აქვს რომ საახალწლო ნობათი იყიდოს.

 

“ყიდვა-გაყიდვით ვირჩენ თავს, ხან დაგვკეტავენ, ხან აგვამუშავებენ. რაც მოვიტანეთ არაფერი იყიდება. ავადმყოფი შვილი მყავს, მეც შაქარი მაქვს, მაგრამ ამას არ ვჩივი, ყველაზე მეტად ჩვენ დაგვჩაგრეს, დაგვრთონ მუშაობის ნება რომ განწყობაც გვქონდეს და საშუალებაც ან ახალი წელი ავღნიშნოთ, ან ძველი, ვერაფერი ვერ დავაგროვე რომ დაგვკეტეს, რით ავღნიშნო, როგორ?!“, - ამბობს ის.