Back to Top
სამშაბათი, 19 იანვარი 2021 13:36

ყველაფერი გორში ახლადგახსნილი მუზეუმის შესახებ 

Rate this item
(0 votes)

გორის დრამატულ თეატრს კიდევ ერთი მუზეუმი შეემატა. ქართული პროფესიული თეატრის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში თეატრში ახალი სამუზეუმო სივრცეში ის ფოტოები განთავსდა, რომელიც თეატრის ისტორიას ასახავს, დაარსებიდან დღემდე.

 

 

დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს ყველა იმ მოღვაწეების ფოტო, რომლებმაც პროფესიული საქმიანობა გორის თეატრს მიუძღვნეს. აქ ასევე ნახავთ ძველ აფიშებს, მათ შორის იმ სპექტაკლებისაც, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებას. 

 

 

მუზეუმი ისტორიკოსის, მწერლის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის,  დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობისაა. 

 

 

 

 

ის 1815 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. როგორც ცნობილია ის გიორგი ერისთავთან ერთად ჩართული იყო პროფესიული თეატრის აღდგენისა და განვითარებაში. 

 

 

1845 წელს, მის მშობლიურ სოფელში, სცენის მოყვარეებმა რამდენჯერმე წარმოადგინეს მისი დაწერილი პიესა "გამოუცდელობა ანუ დროებითი განშორება საყვარელთან". 

 

 

აღსანიშნავია, რომ მისი პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენები წინ უსწრებდა ჯერ კიდევ ქართული პროფესიული თეატრის აღდგენას და ასევე თეატრის დაარსების ოფიციალურ თარიღს. სწორედ ამის გამო, თეატრმცოდნეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ შემოქმედებით პროცესი კვლევას საჭიროებს და შესაძლოა ისტორიული თარიღების ცვლილების პრედენდენტიც გახდეს. 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციისთვის, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი ხელმძღვანელობდა პირველ არქეოლოგიურ გათხრებს 1852 წელს უფლისციხეში. მისი მოღვაწეობის შესახებ მცირე ცნობები არსებობს.