Print this page
ორშაბათი, 01 თებერვალი 2021 17:26

როგორ ვეკონტაქტოთ გორის მერს პანდემიის პერიოდში?

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან მოქალაქეების მიღება რამოდენიმე თვეა შეწყვეტილია.

 

მოქალაქეთა მიღების საათები, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროებით გაუქმებულია.


როგორ და რა გზებით არის შესაძლებელი მოქალაქეების კონტაქტი ქალაქის მერთან პანდემიის პერიოდში? - ამ კითხვაზე მერიაში გვპასუხობენ, რომ პირადი კომუნიკაცია მერთან, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ხდება.


"​პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების პირობებში, გორის მერთან მოქალაქეთა შეხვედრა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეხვედრის ორგანიზება მერიის პრესსამსახურისა და საშვთა ბიუროს თანამშრომლების მიერ ხდება", - ამბობენ მერიაში.


​მოქალაქეებს თავზარაშვილთან კომუნიკაცია დისტანციურად, სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზეც შეუძლიათ.


"მერთან უშუალო კონტაქტის დამყარება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მერიის ახალი ელექტრონული პლატფორმისა და (https://apps.municipal.gov.ge) სოციალური ქსელების საშუალებით", - განმარტავენ უწყებაში


უწყების ცნობით, მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებიც ეხმარებიან.