Back to Top
ხუთშაბათი, 25 მარტი 2021 11:59

უმუშევრობის პრობლემა - რა უშლით ხელს სოფლად მცხოვრებ ქალებს დასაქმებაში   

Rate this item
(0 votes)

უმუშევრობა საქართველოში არსებულ სხვა უამრავ პრობლემას შორის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქალთა დასაქმების კუთხითაა. ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის წლებია გადაუჭრელი პრობლემაა. 

 

 

გარდა სამუშაო ადგილების სიმწირისა, ქალს დასაქმებაში ხელს არაერთი ფაქტორი უშლის, როგორიცაა მაგალითად, საოჯახო საქმეები.

 

 ანა კეკელაშვილი: 

 

 

 

სოფლად მცხოვრებ ქალები საოჯახო საქმეების გარდა, სოფლის მეურნეობაშიც არიან ჩართულნი, ხშირად ისინი დღიურ სამუშაოს მიზერული თანხის სანაცვლოდ ასრულებენ. 

 

რუსუდან დოლიაშვილი:

 

 

 

 

 

 

ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა გაძლიერების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებენ. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ თედლიაშვილი ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობაში ქალებს იდენტური პრობლემები და საჭიროებები აქვთ. 

 

 

"ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, ქალები საუბრობენ დასაქმების პრობლემაზე, მათ არა აქვთ საშუალება მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ესეთი სოფლები ძირითადად განიცდის მიგრაციას, ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს, რადგან განვითარების საშუალება არ აქვთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ სოფლებში ქალებს გავუჩინოთ აქტიურობის სურვილი, შემდეგ ხელი შევუწყოთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს მათი გადამზადება, რათა შემდეგ საკუთარ სოფლებში და თემში გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება სხვა ქალებს", - ამბობს მარიამ თედლიაშვილი.

 

 

ერთ-ერთი ვინც, ქალთა გაძლიერებისა და დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით აქტივობები განახორციელა, ნინო გიორგაძეა, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს ჭრა-კერვის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა მისცა. 3 წლის განმავლობაში პროექტი გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდებოდა. 

 

 

 

"2017 წლიდან დავიწყეთ ეს პროექტი და საერთო ჯამში 154 ქალი გადავამზადეთ, აქედან 60 - მეტი დასაქმდა, ზოგი ჩვენს საწარმოში, ზოგი სხვაგან და ზოგმაც საკუთარი ძალებით დაიწყო საქმე. წელსაც ვაპირებთ სხვა დაინტერესებული ქალების გადამზადებას. უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ამ ქალებს ასევე ჩავუტარეთ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ტრენინგები, ვასწავლეთ პროექტების წერა და რამდენმა მათგანმა გამოთქვა კიდეც სურვილი რომ წამოეწყო საკუთარი ბიზნესი”, - ამბობს ნინო გიორგაძე. 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.