Back to Top
სამშაბათი, 30 მარტი 2021 14:57

ტროტუარი დეკორატიული ფილებით, ქვის სკამები, განათებები-რა კეთდება სამეფო ქუჩაზე 

Rate this item
(0 votes)

გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

 

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "იბოლია" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად კომპანიას ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ერთი თვე დარჩა, თუმცა როგორც მერიაში ამბობენ სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს.

 

 

"ივლისამდე ჰქონდა კომპანიას ვადა სამუშაოების დასრულებისა. თქვენ იცით, რომ ამ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ჩვენ რა თქმა უნდა კონტროლს ვუწევთ, მეც ხშირად მივდივარ ხოლმე და თვალს ვადევნებ სამუშაოების მიმდინარეობას", - გვითხრა გორის მერმა.

 

 

 

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის დაწყებიდან ცოტა ხანში სამუშაოები შეწყდა, რადგან როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობდა, ცენტრალური სანიაღვრე არხის მოძებნა გაჭიანურდა. 

 

 

"შეცდომა არაფერი არის, უბრალოდ ახალი სისტემა მოეწყო, ახალ სისტემაზე მოხდება დაერთება. სხვა არანაირი პრობლემა არ ყოფილა", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი

 

 

 

ამავე თემაზე: გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი განახლდა

 

 

გასული წლის ოქტომბერში დაწყებული სამუშაოები, დეკემბრის თვეში განახლდა. გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. 

 

 

"გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები. სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში დასრულდება", - ამბობენ მერიაში. 

 

 

 

ინფორმაციისთვის, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას შპს "იბოლია" ორ კონკრაქტორ კომპანიასთან შპს "ჯორჯიან სტოუნი" და შპს ჰიდრო ტეგნოლოგიური ჯგუფი" 1 992 000 ლარად ასრულებს.