Back to Top
კვირა, 04 აპრილი 2021 12:46

TVსკოლა, საგნების გაძლიერებული სწავლება - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის შეთავაზებები

Rate this item
(0 votes)

კორონავირუსის პანდემიამ სკოლები ბევრი სირთულის წინაშე დააყენა, თუმცა ზოგიერთმა სკოლამ ეს გამოწვა შესაძლებლობად აქცია. ერთ-ერთი ასეთი კი გორში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაა, რომელმაც საკუთარ შეთავაზებებს, პანდემიის ფონზე ახალი პროექტი "TV სკოლაც" დაუმატა.

 

 

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 100-პროცენტიანი დაფინანსებით აგრძელებს. სკოლის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, იგივე ტენდენცია შენარჩუნება წელსაც.

 

რა განაპირობებს სკოლის მოსწავლეების წარმატებას?

 

"ესაა ადგილი, სადაც მომავალი თაობა დაცულ სივრცეში ვითარდება", - ამბობს სკოლის დამფუძნებელი მაია თეთრუაშვილი.

 

მისი თქმით, სკოლას სამი მთავარი ღირებულება აქვს - ადამიანური ურთიერთობები, დაცულობა და სწავლის მაღალი ხარისხი.

 

"პანდემიის ფონზე, უსაფრთხოება და დაცულობა ყველა ადამიანის საფიქრალი გახდა. ჩვენთვის ამაზე ზრუნვა ყოველთვის პრიორიტეტი იყო და მით უმეტესს ახლა, როცა პანდემიაა, მაქსიმალურად ვიცავთ ყველა წესს, რათა ჩვენი მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს", - გვეუბნება მაია.

 

სკოლაში უსაფრთხო და დაცული გარემოს არსებობას მშობლებიც ადასტურებენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი იქაურ სივრცეს ოჯახად აღიქვამს.

 

"ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი დაცულია. ამაში ვგულისხმობ სულიერ და ფიზიკურ დაცულობას. სკოლაში სულ 200 მოსწავლეა და ერთი ოჯახივით არის. ყოველდღიურად ვხედავ, როგორ ცდილობენ მასწავლებლები თითოეული მოსწავლის ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებას. როგორ ასწავლიან მათ სხვებზე ზრუნვას და ერთმანეთის პატივისცემას. ეს ყველაფერი და ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", - გვეუბნება ნინო სარაული.

 

საკუთარი მოსწავლეებისთვის კოფორტული და ჰარმონიული გარემოს შექმნაზე ზრუნვის პარალელურად, სკოლა მაღალი ხარისხის სწავლის უზრუნველსაყოფად, მოსწავლეებს მათემატიკის გაძლიერებულ და უცო ენების ყოველდღიურ სწავლებას სთავაზობს.

 

"ჩვენს სკოლაში უცხო ენებზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება. რუსული და ინგლისური ენები აქ ყოველდღიურად ისწავლება. მთლიანობაში კი, ეს არის ადგილი, სადაც მოსწავლეც, მასწავლებელიც და მშობელიც გრძნობს სიყვარულს, სითბოს და ურთიერთპატივისცემას. ამ სკოლაში გეძლევა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება, რაც ყოველთვის გეხმარება წინსვლაში. მოსწავლეები აქ განათლების მიღებასთან ერთად, ვითარდებიან შემოქმედებითად, იძენენ საუკეთესო პიროვნულ თვისებებს და არაჩვეულებრივ მეგობრებს", - ამბობს ანა თინიკაშვილი.

 

ანა ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში რუსულ ენას ასწავლის. აქ მუშაობის დაწყების შემდეგ კი, საკუთარი შვილიც მიყვანაც აღნიშნულ სკოლაში გადაწყვიტა. ამბობს, რომ მოსწავლეთა საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირება მთლიანად სკოლის მახასიათებელია.

 

ხარისხიანი განათლების მიწოდებასა და პიროვნული უნარების განვითარებაზე ზრუნვის პარალელურად, სკოლა მუდმივად ცდილობს ინოვაციური მეთოდების დანერგვას სწავლების პროცესში.

 

 

სკოლის მოსწავლეები გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებს. 

 

 

TVსკოლა - ახალი პროექტი პანდემიის საპასუხოდ

 

"ჩვენ ყოველთვის ფეხს ვუწყობთ განათლების ახალ გამოწვევებს და ვცდილობთ, ყველა სირთულის ფონზეც კი, სწავლის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ", - გვეუბნება შორენა ციცქიშვილი.

 

ის ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ასწავლის. შორენა რადიო "მოზაიკას" სკოლის ახალ პროეტზე "TV სკოლაზე" ესაუბრა.

 

"TVსკოლის" პლატფორმაზე გადასვლით, შევძელით დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა და საჭიროება, რომელიც დისტანციური სწავლებისთვისაა აუცილებელი. ტელესკოლის პლატფორმის საშუალებით შევძელით ყველა სასწავლო რესურსი, აქტივობა, დავალებები, შემაჯამებელი ტესტები და რაც მთავარია უკუკავშირი, ელექტრონული ჟურნალის დახმარებით, გაგვეერთიანებინა ერთ სივრცეში, რათა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის უფრო კომფორტული ყოფილიყო სასწავლო პროცესი", - გვიყვება შორენა.

 

მისი თქმით, ამ პლატფორმამ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ერთმანეთთან ურთიერთობა გაუმარტივა და თანამშრომლობითი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცა.

 

TVსკოლა ამერიკის სკოლის მოსწავლეთა მშობლების მოწონებასაც იმსახურებს. ისინი ამბობენ, რომ ამ პროექტმა, მათ სასწავლო პროცესში მონაწილეობა გაუმარტივათ და სკოლასთან კიდევ უფრო დაახლოვა.

 

"სკოლა მუდმივად ცდილობს, რომ მოსწავლეთა განვითარებისთვის აქტიურად ითანამშრომლოს მათ მშობლებთან. მუდმივად გაითვალისწინოს მათი შეფასებები და რეკომენდაციები. TVსკოლაც ამის ერთ-ერთი დასტური იყო. ამ პლატფორმით გამარტივდა დისტანციური სწავლება და რაც მთავარია. ამ პლატფორმამ შეგვინარჩუნა საშუალება, რომ უკუკავშირი გვქონოდა სკოლასთან", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი მარიამ ინდუაშვილი.

 

მშობლები ამერიკის უნივერსიტეტის სკოლისგან კიდევ არაერთ სიახლეს ელოდებიან. თავის მხრივ, სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია და რომ საკუთარი მოსწავლეებისთვის მომავალში სხვა საინტერესო პროექტებსაც შეიმუშავებს.