Back to Top
სამშაბათი, 21 იანვარი 2020 17:11

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს 10 -ზე მეტი სოციალური პროგრამა განახორციელა

Rate this item
(0 votes)

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 -ზე მეტი სოციალური პროგრამა განახორციელა. უწყების ცნობით 2019 წელს ერედვიდან დევნილ მოქალაქეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე, სხვადასხვა დასახლებებში ცხოვრობენ სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწიათ.

 

1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 70 ოჯახი, თითოეულ ახალშობილზე 300 ლარი, თანხა სულ 21 000ლ.

 

2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 56, თითოეულ გარდაცვლილზე 500 ლარი, თანხა სულ: 28 000ლ.

 

3. ავადმყოფთა ერთჯერადი დახმარება - ოპერაციის თანადაფინანსება 59, (ინდივიდუალური), თანხა სულ: 23 480ლ.

 

4. მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (80 და მეტი წელი) 252, თითოეულზე 200 ლარი, თანხა სულ: 50 200ლ.

 

5. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება -48, თითოეულზე 500ლ, თანხა სულ: 24 000ლ.

 

6. დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწიათ ერთჯერადი სოციალური დახმარება -2, თითოეულზე 500ლ, თანხა სულ: 1 000ლ.

 

7. დიალეზზე მყოფი ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება -5, თითოეულზე 250 ლარი, თანხა სულ: 1 250ლ.

 

8. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება -22 ოჯახი, თითოეულ ოჯახზე 200 ლარი, თანხა სულ: 4 400ლ.

 

9. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება -5, ( 100%-500ლ, 70%-400ლ. 50%-300ლ), თანხა სულ: 1 700ლ.

 

10. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულები -1, (3 000 ლარამდე), თანხა სულ: 3 000 ლ.

 

11. დევნილთა ოჯახების 100 (ასი) ლარის დახმარება პროდუქტის ნაცვლად -490 ოჯახი, თანხა სულ: 49 000ლ.

 

12. პროდუქტი, თითოეულ ოჯახზე 50კგ. ფქვილი, 10ლ. ზეთი, 10კგ. შაქარი, 5კგ. წიწიბურა;

 

ტენდერის საშუალებით შესყიდული საკვები პროდუქტების მთლიანმა თანხამ 121 707 ლარი შეადგინა.

 

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროისთვის, ერედვიდადნ დევნილი 728 ოჯახი ცხოვრობს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 
Read 97 times