Back to Top
პარასკევი, 24 იანვარი 2020 13:30

კვადრო, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები - საინვესტიციო პაკეტები ატენის ხეობისთვის

Rate this item
(0 votes)

ატენის ხეობის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად, გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რობერტ მაღლაკელიძემ საინვესტიციო წინადადებები შეიმუშავა. 

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ წინადადებების ჩამონათვალს: 

 

1.ატენის ხეობა- სოფელი ბობნევი-  შესაძლებელია აშენდეს სასტუმრო და გამაჯანსაღებელი სპა კომპლექსი  150 კაცზე;

მასში შეიძლება მოეწყოს კორპორატიული ტრენინგების და შეხვედრების ცენტრი.

 

გამაჯანსაღებელი სპა პაკეტი ჩვეულებრივ შეიძლება იყოს  4-7 დღიანი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით.

პირველი ჭაბურღილის თერმული წყლის ტემპერატურა 37°C-ია, მისი გამოყენება შეიძლება როგორც დასალევად ისე სამკურნალო აბაზანებისთვის. (წყლები გამოკვლეულია ლაბორატორიულად).

ტრანსპორტის მხრივ ადვილი მისადგომია, ასევე  გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით  და  ტურისტებისთვის სხვა საინტერესო ადგილებით.

ინვესტიციის  მოცულობა  პირობითად  - 2 - მილიონ  ლარს ზემოთ.

 

 

2. ატენი - ჩირაგის ხეობა - სოფ. ბობნევი,  კაჭარავას დასასვენებელ კომპლექსთან ახლოს- აშენდეს  სასტუმროს ტიპის დასასვენებელი კომპლექსი 100 კაცზე.

 

ტერიტორია  ხასიათდება რბილი და სასიამოვნო კლიმატით ზაფხულში,გაზაფხულსა და ზამთარში. ეს ადგილი სთავაზობს უხვ ტყეებს და ღია მინდვრებს, ტურისტულ მარშრუტებსა და ლამაზ პეიზაჟთან ერთად. მგზავრობა ჩვეულებრივი მანქანითაც შედარებით სწრაფი და მარტივია. მდინარე ტანას ნაპირებზე, სოფლებთან ახლოს შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება.

ინვესტიციის მოცულობა  პირობითად  - 1- მილიონ  ლარი. 

 

3. ატენის ხეობა, გორიდან  მე-14  კილომეტრზე, ლომისის სალოცავის ნიშთან,  მდინარე ტანას მარჯვენა სანაპირზე  მთებით შემორტყმულ  საკმაო  ფართის ტერიტორიაზე.

 

შესაძლებელია  აშენდეს  ახალგაზრდული საერთაშორისო დასასვენებელი ტურისტული ცენტრი  120  კაცზე,  თავისი  გასართობი ინფრასტრუქტურით და  კორპორატიული ტრენინგების დარბაზებით.

მგზავრობა ჩვეულებრივი მანქანითაც შედარებით სწრაფი და მარტივია. მდინარე ტანას ნაპირებზე  სოფლებთან ახლოს შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება.

ინვესტიციის მოცულობა  პირობითად  - 2- მილიონი  ლარი.

 

 

4. ატენის ხეობა - სოფელი ქვემო ბოშური  და  წეროსხევის  ხეობა  - ტურისტული  დასასვენებელი კომპლექსი  (კაპიტალური ან კოტეჯების სტილის ნაგებობები)  50 კაცზე. 

 

ეს ადგილი ტურისტებს  სთავაზობს უხვ ტყეებს და ღია მინდვრებს, ტურისტულ მარშრუტებს   ლამაზ პეიზაჟთან ერთად. მგზავრობა ჩვეულებრივი მანქანით.  მდინარე ტანას ნაპირებზე, სოფლებთან ახლოს შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება.  ინვესტიციის მოცულობა  პირობითად  - 1- მილიონი ლარი.

 

 

5. ატენის ხეობა სოფ. ლევიტანადან ჯამჯამას მთასთან - " ჯამჯამას მთის ქოხი“ - ტურისტულ  გამანაწილებელი კომპლექსი (კაპიტალური ან კოტეჯების სტილის ნაგებობები)  50 კაცზე. 

 

ზამთარ - ზაფხულ  ლამაზი ბუნება და  გამაჯანსაღებელი ჰავა, რომელიც ბაკურიანს უტოლდება.  ტურისტებისთვის, ექსტრემალური - კვადროტურები, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, წალკაში  გადასვლის  ჩათვლით. ზამთრობით  მინი სათხილამურო ტურები. ინვესტიციის მოცულობა  პირობითად  - 1- მილიონ ლარამდე.